შვეიცარიის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდება წაუყენა ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის

ზეპ ბლატერი (მარცხნივ) და მიშელ პლატინი.

შვეიცარიის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდება წაუყენა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ევროპის საფეხბურთო ასოციაციების ფედერაციის (UEFA) ყოფილ პრეზიდენტებს, ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ.

ბლატერსა და პლატინის ბრალი ედებათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის მითვისებაში (ორ მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი) და საბუთების გაყალბებაში. გამოძიების ვერსიის თანახმად, ბლატერმა მოიწონა პლატინისთვის FIFA-ს სახსრებიდან უკანა რიცხვით უკანონო თანხის გადახდა ორგანიზაციაში მისი მუშაობისთვის. როგორც ამტკიცებენ, ამან დააზარალა საერთაშორისო ფედერაცია.

თანხის გადახდის საქმემ ბლატერისა და პლატინის გადადგომა გამოიწვია შესაბამისად 2015 და 2016 წლებში. ორივეს აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული თანამდებობების დაკავება ჯერ 8 წლით, შემდეგ კი - კიდევ ექვსი წლით.

გამოძიების ფარგლებში ფუნქციონერებს კიდევ რამდენიმე ბრალდება წაუყენეს კორუფციაში, მათ შორის - სპორტული ჩინოვნიკებისთვის თანხების გადახდასთან დაკავშირებით. 85 წლის ბლატერსა და 66 წლის პლატინის შვეიცარიის სისხლის სამართლის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევთ ბელინცონაში. მათ პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე ნახეთ FIFA-მ სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს
ასევე ნახეთ ფიფას ძველი ცოდვები და მსოფლიოს ჩემპიონატებს შეწირული პრეზიდენტები
ასევე ნახეთ ფიფამ რვაწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა ზეპ ბლატერსა და მიშელ პლატინის