Accessibility links

logo-print logo-print

FIFA-მ სასამართლოში უჩივლა თავის ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერს


FIFA-ს ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი. 2015 წ. ფოტო.

FIFA-მ ყოფილ პრეზიდენტ ზეპ ბლატერის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა ციურიხის მუზეუმის პროექტთან დაკავშირებით. 84 წლის ბლატერის წინააღმდეგ ეს უკანასკნელი საჩივარია ფინანსური დარღვევების თაობაზე.

საჩივარი ციურიხის კანტონალურ პროკურორს გაეგზავნა მას შემდეგ, რაც „ცნობილი გახდა ამ პროექტთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული დარღვევის შესახებ, რომლებიც სერიოზულ ეჭვებს ბადებს სისხლის სამართლის დარღვევების თაობაზე სხვადასხვა ოფიციალური პირისა და კომპანიის მხრიდან, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული,“ განაცხადა ფეხბურთის მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 22 დეკემბერს.

ფიფას თქმით, სარჩელში აღნიშნულია ბლატერისა და „სხვა პირების“ „პირდაპირი მონაწილეობა“ იმ მუზეუმთან დაკავშირებულ შეთანხმებაში, რომელიც 2016 წელს გაიხსნა ციურიხის ცენტრში. ბლატერის ადვოკატმა „კატეგორიულად უარყო“ ბრალდებები და „საფუძველს მოკლებული“ უწოდა მათ.

FIFA-მ განაცხადა, რომ ბლატერის ხელმძღვანელობამ 500 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (565 მლნ აშშ დოლარი) დახარჯა მუზეუმზე და რომ ფულის გამოყენება „შესაძლებელი და აუცილებელი იყო მსოფლიო ფეხბურთის განვითარებისთვის“.

მუზეუმის პროექტი 2013 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი ბლატერი, რომელიც 17 წელი იმყოფებოდა FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე, გადადგა კორუფციის თაობაზე სკანდალის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG