პროკურატურამ ადვოკატის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა - საქმე ეხება 2 მარტს, რუსთავის #16 საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარ ფაქტს. ამ დღეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ციხის ბადრაგმა. მომხდარი მეორე დღეს დაადასტურა პენიტენციურმა სამსახურმა. დღეს კი, 4 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა ციხის თანამშრომლის მხრიდან ადვოკატთან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტი და ბრალის წაყენების მოთხოვნით მიმართა გენერალურ პროკურატურას.
ასევე ნახეთ ბადრაგმა სააკაშვილის ადვოკატთან უფლებამოსილებას გადაამეტა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურიციხის თანამშრომელს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ასევე ნახეთ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ციხის დატოვების დროს ბადრაგმა შეურაცხყოფა მიაყენა