იტალიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე.
„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება. არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს, შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ", - უთხრა „პირველ არხს" სალომე ზურაბიშვილმა.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართა.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართავს ასევე ნახეთ ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილზე იფიქრებდა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ნიკა გვარამიას განაჩენს - დეტალები დასაბუთებიდანგვარამიასთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და საპატიმრო სასჯელს უკანონოდ, პოლიტიკურად მოტივირებულად და დამოუკიდებელი მედიისთვის საფრთხის შემცველად აფასებენ უფლებადამცველი ორგანიზაციების, მედიასაშუალებების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. თავის მხრივ, მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს უწოდეს სამართლებრივი და ნიკა გვარამიასა და კრიტიკული მედიის პოლიტიკური დევნა გამორიცხეს, რადგან, მათი განცხადებით, "მთავარი არხი" საქმიანობას უპრობლემოდ განაგრძობს.