„წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“ - დავით ხიდაშელი "ვითიბი ბანკ საქართველოს" შეძენაზე

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „VTB ბანკ საქართველოს“ შეძენასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია“.

შეტყობინებაში ის პირობას დებს, რომ შეგვატყობინებს, როგორც კი შეიძენს რამეს.

ამავე შეტყობინებაში ხიდაშელი ლაპარაკობს საქართველოში დაგეგმილ 47 პროექტზე, ასევე, დეზინფორმაციაზე მის წინააღმდეგ.

„ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით, მანდ რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს. რასაც უნდათ იძახიან და წერენ“, - წერს ხიდაშელი.უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე დაწესებული სანციების გამო, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-მ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი გაასხვისა. მომსახურების ეს ნაწილი „ლიბერთი ბანკმა“ ჩაიბარა; საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი კი „ბაზის ბანკს“ მიჰყიდა.

ასევე ნახეთ VTB ბანკის ხელმძღვანელი: გავდივართ მხოლოდ საქართველოდან

„ვითიბი“ ბანკით ხიდაშელის დაინტერესების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ბიზნეს მედიამ“ გაავრცელა.

მოგვიანებით ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „ვითიბი“ ბანკის ყიდვით დაინტერესებულ პირებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ.

ეროვნული ბანკის მტკიცებით, ბანკის გაიყიდება გამჭვირვალედ, საერთაშორისო სანქციებთან და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში.

„ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ვითიბიზე“ ჰკითხეს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ. ხოლო ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომელიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში.

რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „კარტოგრაფების საქმის“ ფიგურანტია, მის სახელს უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დავალბით საქართველო-აზებაიჯანის საზღვრების ამსახველი რუკების მოეძიება რუსეთის არქივებში. რაც საფუძვლად დაედო საზღვრის დამდგენი კომისიი წვერების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას.

ხიდაშელი აცხადებს, რომ მეგობრობს რუს სანქცირებული მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვთან, რომელთანაც ბიძინა ივანიშვილის საუბრის აუდიო ჩანაწერიც გავრცელდაა. უდიოჩანაწერის თანახმად, ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ორჯერ შედგა საუბარი, 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან შეხვედრას.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელმა რუს ბიზნესმენებთან შეხვედრა სთხოვა