უკრაინაში მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

ლევან სახელაშვილის პანაშვიდი

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მისი პანაშვიდი თბილისში იმართება, ხუთშაბათს კი დაკრძალავენ.

ლევან სახელაშვილის პანაშვიდი

"კარგი ვაჟკაცი, კარგი მებრძოლი იყო. იბრძოდა საქართველოს გამთლიანებისთვის. 2006 წლიდან ერთად მოვდივართ, აგვისტოს ომშიც ერთად ვიბრძოდით. ბოლო წუთამდე ერთად ვიყავით", - უთხრა "მთავარ არხს" ლევან სახელაშვილის მეგობარმა.

უკრაინაში ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს იქ ათეულობით ქართველი იბრძვის.

უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ 23 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან სახელაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მისმა ქართველმა თანამებრძოლებმა 2 ნოემბერს გაავრცელეს.

ასევე ნახეთ ასაკი, დაბადების და სიკვდილის ადგილი - რას ჰყვებიან რიცხვები უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე