ევროპის კავშირის სამიტზე უკრაინის თემას განიხილავენ, ასევე ბოსნიისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ადასტურებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროკავშირის სამიტზე. ბრიუსელი. 15 დეკემბერი, 2022 წელი

ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრა, წლის ბოლო სამიტი, რომელზეც იმსჯელებენ უკრაინისთვის პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და იმაზე, როგორ აღდგეს ომით გაჩანაგებული ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

დაგეგმილია ვიდეოხიდის საშუალებით სამიტის მონაწილეებისადმი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა.

დღეს ევროკავშირის ლიდერები ბოსნიასა და ჰერცეგოვინას სამიტზე ანიჭებენ ბლოკის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსს.

ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის და მოლდოვის შესახებ ივნისში მიიღეს.

ასევე ნახეთ ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინას ბლოკში გაწევრიანების სტატუსი შესთავაზონ