ზელენსკის აშშ-ის კონგრესში ფეხზე წამოდგომით და ოვაციებით დახვდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 21 დეკემბერს ვაშინგტონში სიტყვით მიმართავს აშშ-ის კონგრესს, სადაც მას ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით დახვდნენ.

ზელენსკისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ორ წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა. კონგრესში მისვლამდე, ზელენსკიმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: აშშ-ის Patriot-ის სისტემა უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინის თავდაცვისთვის აშშ უკრაინას უგზავნის Patriot-ის ტიპის სისტემას, 1.85 მილიარდი დოლარის დახმარების ფარგლებში ოვალურ ოფისში ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს ბაიდენი ზელენსკის: "პატივია თქვენ გვერდით ყოფნა"