აეროპორტი: პარიზში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან, ქუთაისში დაჯდა

ფოტოილუსტრაცია

საქართველოს ცაში თითქმის ორსაათიანი ფრენის შემდეგ ქუთაისიდან პარიზში გაფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას აეროპორტიდან მიაწოდეს.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა შეიტყო, რომ აფრენის შემდეგ ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა. ქუთაისიდან თვითმფრინავიი 17:24 საათზე აფრინდა და დაახლოებით 19:05 საათზე დაჯდა - მთელი ამ დროის განმავლობაში ავია ხომალდი საქართველოს ცაში დაფრინავდა.

ასევე ნახეთ პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს ქუთაისში აბრუნებენ

ქუთაისიდან Wizz Air-ი მგზავრებს პარიზში 21:30 საათზე წაიყვანს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პარიზიდან ქუთაისში მიმავალი მგზავრები ფრენის დაგვიანების შესახებ ინფორმირებულები არიან.

ასევე ნახეთ Wizz Air-მა მგზავრის გარდაცვალების გამო ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის რეისი გააუქმა