Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს ქუთაისში აბრუნებენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

განახლება: პარიზში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან, ქუთაისში დაჯდა

ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილ Wizz Air-ის თვითმფრინავს უკან აბრუნებენ. როგორც რადიო თავისუფლებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაარკვია, აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ახლა Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრინავს. მსგავს შემთხვევებში პილოტი საწვავის მარაგს ხარჯავს ხოლმე, რომ დაჯდომის დროს ნაკლები რისკი იყოს.

თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა. აფრენიდან თითქმის საათ-ნახევარია გასული - ავია ხომალდს რამდენიმე ათეული კილომეტრი ჰქონდა გავლილი, როცა უკან დაბრუნება დაიწყო.

flightradar24-ის მონაცემები
flightradar24-ის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით [18:49] თვითმფრინავმა ქუთაისი თავზე მინიმუმ ხუთჯერ შემოიფრინა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აეროპორტისკენ სასწრაფო დახმარების ჯგუფი გასულია.

XS
SM
MD
LG