მასალა განახლებულია: სტატიას დაემატა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელების დეტალები. ასევე, შეცვლილია სათაური, რომლის თავდაპირველი ფორმულირება იყო: "გიორგი ვაშაძის ძმა უარყოფს აღმაშენებლის გამზირზე "ქოლცენტრის" ფლობას".
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში, პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრის არსებობასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ოფისი ამ დროისთვის უკვე დალუქულია, ტექნიკა ამოღებულია.
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც: "პრაიმ ტაიმმა" ჯერ კიდევ 4 მაისს დაუკავშირა ე.წ. ქოლ-ცენტრები გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიას. 5 მაისის დილას კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გადმოსცა, რომ "მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებულება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის და უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დავით არახამიას სახელთანაა დაკავშირებული". ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გავრცელდა "იმედზეც".
საგამოძიებო მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე საათში, აღმაშენებლის გამზირზე მისულმა გიორგი ვაშაძის ძმამ, დავით ვაშაძემ, დაადასტურა, რომ ამ შენობაში ფლობს 25%-ს, თუმცა უარყო კავშირები ქოლცენტრთან. დავით ვაშაძის თქმით, წლებია, მას მეორე სართულზე სასტუმრო აქვს და არ იცის, სხვა რა დაწესებულებებია ამ შენობაში.
"ფორმულის" ჟურნალისტის კითხვაზე "რა შეხება გაქვთ სპეცოპერაციასთან რომელიც დღეს ჩატარდა ამ შენობაში?" მან უპასუხა:
"მე გუშინ გავიგე ამის შესახებ, როცა მართლწესრიგის ოფიცერმა დამირეკა სასტუმროს შენობიდან. ჩემი ნაწილი ამ შენობაში არის მეორე სართული, ეს არის სასტუმრო, რომელიც მე 7-8 წელია, რაც მაქვს და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. თვითონ შპს-ში მე მაქვს 25% და ფართების გაქირავებაში მე არ ვარ ჩართული და ვერ ვარ. მოგეხსენებათ, 25% არის მცირე წილი და მე ვერ ვაკონტროლებ ვერაფერს".
პოლიციამ აღნიშნულ შენობაში დალუქა მეოთხე სართული, სავარაუდოდ, იქ ქოლცენტრის მუშაობის გამო. დავით ვაშაძე ამბობს, რომ ამ სივრცეში წლების განმავლობაში განთავსებული იყო ფრანგული ინსტიტუტი და მისი გადასვლის შემდეგ, აღარ აქვს ინფორმაცია, ვინ იქირავა ის ფართი. ვაშაძემ თქვა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და უარყოფითად შეაფასა თაღლითური ქოლცენტრების მუშაობა.
"ეს საკითხი, ზოგადად, არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი. მე თვითონ უცხოეთთან მაქვს შეხება და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, ძალიან ზიანის მომტანია. თუ ვინმე დამიბარებს, გამოძიება იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც შემიძლია მივცე რაიმე ინფორმაცია, ღია ვარ", - ამბობს დავით ვაშაძე.
ასევე ნახეთ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისის ცენტრში სამართალდამცავები გამოიძახესე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები თბილისში არაერთხელ ჩატარებულა. თაღლითურ სქემაში მონაწილეობის გამო არიან დაკავებულები.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. ქოლცენტრები საქართველოში წინა ხელისუფლებაში მყოფ პირებს აქვთ, ოპოზიცია კი მთავრობის მოქმედი წევრების ჩართულობაზე საუბრობს.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, რატომ ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერებისგან ნაძარცვი ფულით ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მოქმედ და ყოფილ მინისტრებს ქოლცენტრები აქვთ, ასახელებს მისამართებსაც