პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ არ უნდა ქვეყანა "კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს". მისი კომენტარი ტელეკომპანია "ფორმულამ" ჩაწერა.
"არავის გვინდა კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ეს ქვეყანა. ნამდვილად არ გვინდა… მით უმეტეს, რაღაც ძალოვანი აქცენტების მქონე, ვიღაც გაუგებარი ადამიანები (რომლებსაც თავის ქვეყანაში და არა - საქართველოში, როგორც ბევრი წერდა სოციალურ მედიაში, იარაღით ფოტოები აქვთ გადაღებული).
მიუხედავად ამისა, მე რამდენადაც მოვიკითხე, მათ არც ოკუპაციის შესახებ კანონი ჰქონდათ დარღვეული და არც სხვა რამ ქმედება ჰქონდათ ჩადენილი, რომელიც მესაზღვრეს მიანიშნებდა, რომ მათი ქვეყანაში შემოშვება არ შეიძლება... თუ სურვილს მეკითხებით, არ მომწონს ასეთი აქცენტის მქონე ადამიანების ხილვა საქართველოში... მეც მოვიკითხე. როგორც ვიცი, შემოვიდნენ, დაისვენეს და გავიდნენ", - ამბობს დეპუტატი.
რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი, ერთნაირი, სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც სოფელ ნატახტართან არის გადაღებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოცქსელების მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მაისში საქართველოში ჩამოსული იყვნენ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ მედიასა და სოცქსელებში მსჯელობენ „კადიროველების“ საქართველოში ჩამოსვლაზე„ქართული ოცნების”წევრი, დეპუტატი დიტო სამხარაძე ფეისბუკზე წერდა, რომ საქართველოში იმყოფებოდნენ „გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი მეგობრებთან ერთად“.
ასევე ნახეთ სულ მცირე 43 დარღვევა და 7450 ლარის ჯარიმებია - „ჩეჩნური ავტოკოლონა“ საქართველოში