ისრაელის არმიის ცნობით, წითელ ჯვარს ღაზაში გატაცებული მძევლის ცხედარი გადაეცა

წითელ ჯვრის ავტომანქანები ღაზაში, რომლითაც გადაჰყავთ გათავისუფლებული მძევლები და გარდაცვლილების ცხედრები (ფოტო არქივიდან)

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, წითელ ჯვარს 25 ნოემბერს ღაზაში გატაცებული მძევლის ცხედარი გადაეცა, რაც აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილია.

განცხადების თანახმად, წითელ ჯვარს უკვე გადასცეს მძევლის ცხედარი, რომელიც მოგვიანებით ღაზის სექტორში განლაგებულ ისრაელის არმიას გადაეცემა. დღემდე ღაზაში კვლავ რჩებოდა სამი მძევლის ცხედრები.

ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. ისრაელის მონაცემებით, 251 ადამიანი მძევლად აიყვანეს.

ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო საომარ მოქმედებებს პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ემსხვერპლა 67 000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესად სამოქალაქო პირები. ამ მონაცემს გაერო სანდოდ მიიჩნევს.

ოქტომბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, სხვა პირობებთან ერთად, პალესტინელთა შეიარაღებულ ჯგუფებს ისრაელისთვის უნდა გადაეცათ მძევლები და ისრაელს უნდა გაეთავისუფლებინა საპატიმროებში მყოფი პალესტინელები.

ასევე ნახეთ

„ისლამური ჯიჰადი“ აცხადებს, რომ ღაზაში უკანასკნელი სამი მძევლიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვესისრაელის არმიამ 7 ოქტომბრის თავდასხმის გამო სამი გენერალი დაითხოვაგაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზის სექტორის შესახებ The Guardian: აშშ გამოდის წინადადებით ღაზა დაიყოს "მწვანე" და "წითელ" ზონებადისრაელისთვის ჰამასის მიერ გადაცემული სამი ცხედარი მის სამხედროებს ეკუთვნითისრაელის არმიის განცხადებით, მათთვის გადმოცემული ცხედრები მძევლების არ არისერდოანს და მერცს საჯარო უთანხმოება მოუვიდათ ღაზის ომის შესახებ ისრაელმა ჰამასი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორი დაბომბაჰამასმა ისრაელს მე-16 მძევლის ცხედარი გადასცაისრაელში აშშ-ის წარგზავნილები ჩაფრინდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასამყარებლად