პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად აღიარებული გაერთიანება) შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ 24 ნოემბერს ღაზაში დატყვევებული ბოლო სამი მძევლიდან ერთ-ერთის ცხედარს მიაგნო.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ AFP-ი და Reuters-ი.
AFP-ს მოჰყავს ალ-ყუდსის ბრიგადების განცხადების ფრაგმენტი, რომ ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს "ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, სიონისტური (ისრაელის) არმიის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩხრეკის ოპერაციების დროს“.
AFP-ს თანახმად, „ისლამური ჯიჰადის“ წყარომ, რომელმაც ანონიმურობა ითხოვა, დაადასტურა, რომ ცხედარი ტერიტორიაზე მებრძოლების მიერ დაკავებული ბოლო სამი მძევლიდან ერთ-ერთს ეკუთვნოდა.
ფორუმი