ნიკოლას მადურო და მისი ცოლი მიიყვანეს მანჰეტენის სასამართლოში

ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი გადაჰყავთ სასამართლოში, 5 იანვარი, 2026

5 იანვარს ვენესუელის ყოფილი ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ადელა ფლორეს დე მადურო ბრუკლინის საპატიმროდან მანჰეტენის სასამართლოს შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ბრალდებებს წარუდგენენ.

მადურო ცოლთან ერთად შაბათს, 2 დეკემბერს კარაკასში შეიპყრეს და ნიუ-იორკში გადაიყვანეს, აშშ-ის მიერ ჩატარებული საგანგებო ოპერაციის შედეგად.

როგორც დაკავების დღეს აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი წერდა, ცოლ-ქმარს ბრალად ედებათ ნარკოტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა. საკუთრივ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ "ნარკოტერორიზმის შეთქმულებაში" და "კოკაინის იმპორტირების შეთქმულებაში", ასევე ავტომატური იარაღისა და ასაფეთქებელი საშუალებების ფლობაში.

ორიოდე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში წერდა, რომ ვენესუელის ლიდერი, ნიკოლას მადურო, თავის ცოლთან ერთად გაიყვანეს ქვეყნიდან:

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიიტანეს ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად იქნა დაკავებული და თვითმფრინავით გაყვანილი ქვეყნიდან. ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“.

ვაშინგტონის ეს მოქმედება დაგმეს რუსეთმა და ჩინეთმა.

5 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

3 იანვარს გაეროს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო. რომ „ბოლოდროინდელმა ესკალაციამ ვენესუელაში, რომლის კულმინაციად ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო მოქმედებები იქცა, რასაც პოტენციურად საგანგაშო შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეგიონისთვის, გაეროს გენერალური მდივნის ღრმა განგაში გამოიწვია“.

გაეროს გენერალური მდივანი საერთაშორისო სამართლისა და მათ შორის, გაეროს ქარტიის დაცვისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ასევე ნახეთ

NYT: ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპაკუბამ გლოვა გამოაცხადა ვენესუელაში თავისი სამხედროების დაღუპვის გამო„კოლუმბიაც ძალიან ავადაა“ - ტრამპივენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზაევროკავშირი: ვენესუელელი ხალხის პატივისცემა „დემოკრატიის აღდგენის ერთადერთი გზაა“. ტრამპი დელსი როდრიგესს დაემუქრა„ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ“ გაათავისუფლოს მადურო და მისი მეუღლემადურო ნიუ-იორკის ციხეშია გაეროს უშიშროების საბჭო ორშაბათს სხდომას გამართავს ვენესუელაში აშშ-ის მოქმედების თაობაზეტრამპი: ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა იქნება შესაძლებელი დონალდ ტრამპი: მადურო, ცოლთან ერთად, გაყვანილია ვენესუელიდანევროკავშირი გამოდის ვენესუელაში "თავშეკავებისა" და საერთაშორისო სამართლის დაცვის მოწოდებებითისმის აფეთქებების ხმა - ვენესუელა აშშ-ის მხრიდან სამხედრო თავდასხმის შესახებ იტყობინება