„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, რის გამოც გიორგი წულაიას მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცეს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს“, - დაწერა მოსამართლე დავით მაკარაძემ 29 დეკემბერს გამოცემულ დადგენილებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება 17 დეკემბრის შემთხვევაზე დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საკითხი მხარეთა დასწრების გარეშე განიხილა.
მოსამართლე მაკარაძემ გიორგი წულაიას საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა, რადგან მოქალაქე საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის (2025 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება) იმავე კანონით 8-დღიან პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა. მოსამართლის განმარტებით, ასეთი შემთხვევებზე წერია სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც, „იმავე ქმედების ჩადენა“ ისჯება ერთ წლამდე პატიმრობით.
გუშინ, 8 იანვარს, გიორგი წულაიამ შეიტყო, რომ ტროტუარზე პროტესტის გამო მის წინააღმდეგ აღძრული ადმინისტრაციული საქმე მოსამართლე დავით მაკარიძემ შეწყვიტა.
„დღეს, 8 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენმა მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, განიხილა თქვენი საქმე და შეწყვიტა წარმოებაო. არგუმენტზე რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ დადგენილებაში ეწერება, რომელსაც ჩამაბარებენ“, - უთხრა 8 იანვარს წულაიამ რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის შსს-ში დაწყებული სამართალწარმოება მოსამართლემ შეწყვიტა - ამბობს აქტივისტი გიორგი წულაიატროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ გამოუცხადებია. გიორგი წულაია კი პირველია, ვისი სისხლის სამართლის წესით გასამართლებაზეც გაჩნდა ეჭვი.
ასევე ნახეთ ტროტუარზე პროტესტისთვის სამართალდამრღვევად გამოცხადებული ანი ახმეტელის საქმის განხილვა 9 იანვარს გაგრძელდებაერთი თვის წინ, 10 დეკემბერს, სადავო პარლამენტმა დაჩქარებულად განიხილა და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.
- ახალი კანონით, თუკი აქცია გაიმართება ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, ორგანიზატორი (პასუხისმგებელი პირი) ვალდებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტს (მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით) წერილობით მიმართოს;
- წესის დარღვევის პირველ შემთხვევაში 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, იმავე წელს მეორე და ყველა მომდევნო შემთხვევაში კი 1 წლამდე პატიმრობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია“, - წერია ახალ კანონში.
თუკი პოლიცია ჩათვლის, რომ დემონსტრაცია დაარღვევს ამ წესს, „კანონის დარღვევის შესაწყვეტად“ 15 წუთს მისცემს. ამის შემდეგ მას პასუხისგებაში მისცემენ.
ასევე ნახეთ პოლიციის გაფრთხილების გარეშე „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვა აიკრძალასახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.
ასევე ნახეთ დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს