მან განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობების აღდგენას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 22 იანვარს „ტვ იმედის“ პირდაპირ ეთერში.
„ჩვენ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვდებთ ამ სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაში, ეს ეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პორტებს, აეროპორტებს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს. ეს ეფუძნება დადებით მოლოდინებს ტრანზიტის ზრდასთან დაკავშირებით“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ალიევმა და ტრამპმა დავოსში შეხვედრა გამართესიმის არგუმენტად, რომ „ალტერნატიული დერეფანი არ ქმნის რეალურად საფრთხეს“, მან აღნიშნა, რომ „გასული ხუთი წლის განმავლობაში შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთების მოცულობა შუა დერეფანში“. კობახიძეს ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია.
„ასეთ პირობებში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, ჩვენი ინფრასტრუქტურით დავეწიოთ ამ მზარდ ტვირთბრუნვას. ასეთი ზრდის პირობებში ალტერნატიული დერეფანი იქნება მხოლოდ და მხოლოდ შემავსებელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქციისთვის“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ ქადაგიშვილი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების დაწყების შემთხვევაში საქართველო ფუნქციას არ კარგავსმანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების დაწყების შემთხვევაში საქართველო თავის ეკონომიკურ ფუნქციას არ კარგავს. „ეძებეთ პოზიტივი მშვიდობაში და ნუ ეძებთ პოზიტივს ომში“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.
- დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა 20 იანვარს თქვეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის (ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა მცირეა).
- ლიდერებმა ასევე ისაუბრეს სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის.
- პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ახალი დერეფანი საქართველოზე გამავალ დერეფანს დაემატება.
- დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველო არც წელს არ მონაწილეობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის მსგავსად, არც წელს არ მიიწვიეს.
- 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე ორმხრივ შეთანხმებებს.
- ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
- 2026 წლის 13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.