Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქადაგიშვილი თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების დაწყების შემთხვევაში საქართველო ფუნქციას არ კარგავს


ირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის გადაზიდვების დაწყების შემთხვევაში საქართველო თავის ეკონომიკურ ფუნქციას არ კარგავს.

მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „35-წლიანი ომის დასრულებამ, რა თქმა უნდა, გახსნა ვაჭრობის, ლოჯისტიკის, მიმოსვლის საშუალებები“.

„არაფერ ფუნქციას არ კარგავს საქართველო. ის მშვიდობა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დამყარდა, საშუალებას მისცემს, რომ სამხრეთ კავკასია გახდეს ერთი ძლიერი განვითარების რეგიონი.

ეძებეთ პოზიტივი მშვიდობაში და ნუ ეძებთ პოზიტივს ომში.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ იმის გამო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იყო ომი და არ არსებობდა არანაირი ეკონომიკური კავშირი, ეს განაპირობებდა საქართველოს ფუნქციას ტრანზიტის კუთხით?! რადგან მშვიდობა დამყარდა და ერთმანეთში ვაჭრობა, მიმოსვლა და ტრანზიტი ექნებათ საქართველომ დაკარგა ფუნქცია?!“ - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მყოფმა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა 20 იანვარს თქვეს, რომ ტვირთები სომხეთიდან აზერბაიჯანში და უკან, რაც ამჟამად საქართველოს ტერიტორიით გადაადგილდება, მომავალში პირდაპირ გადაიზიდება ორ ქვეყანას შორის. ამჟამად ასეთი ტვირთების მოცულობა მცირეა.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველო არც წელს მონაწილეობს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის მსგავსად, არც წელს მიიწვიეს.

2026 წელს ფორუმში მონაწილეთა შორის არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ქვეყნების უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე ფორუმს ესწრებიან 1700 ბიზნესლიდერი და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG