„სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა და ნამდვილად არის „ქართული ოცნების“ სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი, გააჩუმოს განსხვავებული ხმები საქართველოში და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები“, - განაცხადა მან 23 იანვარს, „ევროსკოპის“ კითხვაზე პასუხად.
„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსოლუტურად შეუთავსებელია ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო ორ დღეში არაერთ დემონსტრანტი გაუშვა ადმინისტრაციულ პატიმრობაში:
- ნურკი კაკულია - 4-დღიანი პატიმრობა;
- სანდრო მეგრელიშვილი - 4-დღიანი პატიმრობა;
- დიმიტრი ჯამბურია - 4-დღიანი პატიმრობა;
- ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი - 5-დღიანი პატიმრობა
- მიშა ზაქარეიშვილი - 5-დღიანი პატიმრობა;
- დემონსტრანტი ანი ახმეტელი, ნათია ჭავჭანიძე და რეზი დუმბაძე სამართალდამრღვევებად ცნეს, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნები გამოუცხადეს.
ასევე ნახეთ
ტროტუარზე პროტესტისთვის ნუკრი კაკულიას 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდაკოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შედგა, სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ორგანიზატორის შემთხვევაში − 20 დღემდე ვადით.
- საქართველოში უწყვეტი დემონსტრაციები გასული წლის 28 ნოემბრის შემდეგ იმართება. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებამ - მან თქვა, რომ ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკებების საკითხს.
- მას შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება ახალი კანონებით არაერთხელ შეზღუდა. მათ შორის აკრძალა აქციაზე პირბადით მისვლა, პიროტექნიკის გამოყენება, შემოიღო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გზის ხელმეორედ გადაკეტვისთვის.
- ტროტუარზე პროტესტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 10-ზე მეტ ადამიანს შეუდგინა. თუმცა სასამართლოს ამ დრომდე სამართალდამრღვევად არავინ ჰყავდა გამოცხადებული.
სახალხო დამცველის განცხადებით, ახალი კანონები, რომლებიც დემონსტრაციებს შეეხება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ არის განჭვრეტადი.