"ქართული ოცნების" წარმომადგენელი დეპუტატის, ნინო წილოსანის შეკითხვაზე, როგორ ფორმატში ჩატარდება 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოესწრება თუ არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ამ დროისთვის და აბიტურიენტებმა ერთიანი უნივერსიტეტი უნდა მონიშნონ თუ ცალ-ცალკე, გაბისონიამ უპასუხა, რომ "არავითარი შეზღუდვები ეროვნულ გამოცდასთან დაკავშირებით არ იქნება".
სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაცია შეიძლება, მინიმუმ 6 თვეს გაგრძელდეს
მისი თქმით, რეორგანიზაცია სულ ცოტა 6 თვის განმავლობაში მაინც გაგრძელდება.
"რეორგანიზაცია არის პროცესი და არა ერთჯერადი ფაქტი, შესაბამისად, ის გულისხმობს გარკვეული პერიოდის დროის დინებაში შესაბამისი პროცედურების განხორციელებას, შესაბამისად ვფიქრობთ. რომ ის მინიმალურად შეიძლება მინიმუმ იყოს 6 თვე და მაქსიმალურად შეიძლება გაგრძელდეს მანამ, სანამ საჭირო იქნება იმისთვის, რომ ყველა პროგრამების გადაწყობა მოხდეს, დადარება მოხდეს, ამ ნაწილში მაქსიმალურად", - განაცხადა გაბისონიამ.
ირმა ზავრადაშვილის შეკითხვაზე კი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მონიშვნის გარდა კერძო უნივერსიტეტის მონიშვნაც თუ შეეძლებათ აბიტურიენტებს, მინისტრის მოადგილემ უპასუხა რომ წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ.
მისი სიტყვებით, წინა წლების მსგავსად, აბიტურიენტებს წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.
პროფესიული კოლეჯის ან პროგრამის არჩევა
„რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით“. გასაგებია, რომ იმ უნივერსიტეტს და პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს.
ასევე, ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამი სავალდებულო წესით, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს და ამით თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. მათ შეეძლებათ პროფესიული პროგრამა შემოხაზონ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია. არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანება და აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაცია
მინისტრის მოადგილემ პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებას უკავშირდება და თქვა, რომ ეს არის "საუკეთესო მოდელი" და რომ ცდილობენ "ლექტორებთან კომუნიკაცია იყოს მაქსიმალურად გაზრდილი". ამის მაგალითად მოიყვანა, გუშინ 2 თებერვალს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სენატის ანუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებთან, რექტორთან და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრა, რომელიც, მისი თქმით, დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ლექტორების უმრავლესობამ განაცხადა, რომ დარჩათ პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელზე პასუხების მიღების მოლოდინიც აქვთ.
ასევე ნახეთ არავის გადაუგრეხენ ხელს - სტუ-ს რექტორი მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგმსგავსი შინაარსის შეხვედრა განათლების სამინისტროში დღეს 3 თებერვალს დაგეგმილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.
"გაერთიანებასთან დაკავშირებით, როგორც იურისტი გულწრფელად გეტყვით, რომ მივიჩნიეთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა, აკადემიურმა კადრებმა შეინარჩუნონ პოზიციები. სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი დანაკარგები იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, ამაზე პრეტენზია არ გვაქვს, რომ იდეალური მოდელია, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ფრთხილები ვიყოთ და ყველას უფლება მაქსიმალურად დავიცვათ, განსაკუთრებით შრომის უფლებებს ვგულისხმობ, სამსახურებს ვგულისხმობ, ძალიან კონკრეტულად რომ ვთქვათ", - თქვა ზვიად გაბისონიამ.
ასევე ნახეთ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - თსუ-ს რექტორის პირველი კომენტარი სტუ-სთან გაერთიანებაზეამასთან მან ისაუბრა 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან პროგრამაზე გადასვლის გეგმასთან დაკავშირებით, მის სიტყვებით საათების კლება მოხდება არჩევითი საგნების და ე.წ მაინორის (მეორადი პროფესიის) შემცირების ხარჯზე.
გაბისონიას თანახმად, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს წამყვანი პროფესორის თანამდებობის დამატებას. წამყვან პროფესორს აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები ექნება.
დაზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
- 29 იანვრიდან მოყოლებული, პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი და სტუდენტები საპროტესტო აქციებს მართავენ.
- სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებს ითხოვს.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს ამ ცვლილების შესახებ.