„იყო, რა თქმა უნდა, მწვავე შეკითხვები. დაისვა საკითხი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით“, - განუცხადა ჯაბა სამუშიამ სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს.
მან შეხვედრა, პირობითად, ორ ნაწილად დაყო: „ტექნიკური საკითხები“ და „პოლიტიკური საკითხები“. სამინისტროს გივი მიქანაძის მოადგილე ზვიად გაბისონია წარმოადგენდა.
ასევე ნახეთ „როგორც ხელისუფლება იტყვის“ - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია, მაგრამ „კონსულტაციები“ იქნებაშეხვედრა პარასკევს დაანონსდა
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთად შევხვდებით განათლების ... მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს“, - თქვა მან.
„ჩვენ იქ საუბარი გვექნება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - თქვა მან და ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკურ საკითხებს „პასუხს უკვე მინისტრი გასცემს“.
ამჟამად გივი მიქანაძე აბუ-დაბიში ახლავს ირაკლი კობახიძეს.
ასევე ნახეთ კობახიძე საამიროებში გაემგზავრა - ბოლო 13 თვეში მეოთხედსამუშიას თქმითვე, „ტექნიკურ საკითხებზე დღესაც აქტიურად იყო საუბარი“.
„მე მინდა, ცალსახად აღვნიშნო ერთი რამ, რომ თემა საკმაოდ მწვავეა, როგორც ხედავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ორივე უნივერსიტეტისთვის და ვფიქრობ, დიალოგი აუცილებელია, რომ გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.
წინა დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) რექტორმა დავით გურგენიძემ განათლების მინისტრის მოადგილესთან, ზვიად გაბისონიასთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „არავის ხელის გადაგრეხვა არ მოხდება“.
ასევე ნახეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება - ზვიად გაბისონიარას ამბობს სამინისტრო
სამინისტროს პრესცენტრი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ მოკლე პრესრელიზში მხოლოდ წერს, რომ
- „შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები“.
პრესცენტრი ადასტურებს მიქანაძესთან შეხვედრის დანიშვნას და წერს, რომ პარასკევს „თსუ-ის და სტუ-ის გაერთიანების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები შედგება“.
ასევე ნახეთ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია - თსუ-ს რექტორის პირველი კომენტარი სტუ-სთან გაერთიანებაზელევან იზორიაზე?
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, უნივერსიტეტების გაერთიანების შედეგად მიღებული სასწავლებლის რექტორის პოზიციაზე განიხილება ლევან იზორია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
რექტორმა სამუშიამ დღეს ჟურნალისტებს კითხვაზე, განიხილება თუ არა იზორია, ასე უპასუხა:
„არა, არ ვიცი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი“.
ლევან იზორია, რომელიც წარსულში გერმანიაში იყო საქართველოს ელჩი, 2025 წლიდან ირაკლი კობახიძის მრჩეველია განათლების საკითხებში.
ასევე ნახეთ „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ - კობახიძემ „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ წარადგინა- 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თსუ და სტუ გაერთიანდებიან.
- ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს.
- 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
- სტუდენტების ნაწილმა ირაკლი კობახიძესთან დებატები მოითხოვა.
- აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.