"დაიცავი განათლება" - თბილისში შაბათის საპროტესტო მარში იმართება

შაბათის საპროტესტო მარში

"დაიცავი განათლება", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს"... - თბილისში, ფილარმონიასთან დაიწყო ტრადიციად ქცეული შაბათის საპროტესტო მარში.

ყოველდღიური პროტესტის 437-ე დღეს მსვლელობის მონაწილეები კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს.

ხალხის რაოდენობიდან გადმომდინარე, დემონსტრანტები გზის სამანქანო ნაწილზეც გადაადგილდებიან. მათ უკან მიჰყვება პოლიცია.

  • 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან.
  • აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გაიგეს დაგეგმილი ცვლილების შესახებ.
  • ერთიან სასწავლებელს თსუ ერქმევა და ივანე ჯავახიშვილის სახელს შეინარჩუნებს. 29 იანვრიდან პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა და სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
  • განათლების ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ არ უნახავთ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში, რომლის საფუძველზეც ხსნის განათლების სამინისტრო ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას.
  • საუნივერსიტეტო განათლების „ქართული ოცნებისეული“ რეფორმა მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით - „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“.

ასევე ნახეთ

„შეხვედრები გაგრძელდება“ - დასრულდა შეხვედრა მიქანაძესა და თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებს შორისსტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან შერწყმას ავტონომიურობის შეზღუდვად აფასებს, განათლების რეფორმას კი ემხრობაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციასთსუ-ს სენატი: შეწყდეს უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესიჯერჯერობით უცნობია რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები იმ წელს, როცა ორმაგი ოდენობის აბიტურიენტი იქნება „პოლიტექნიკურის“ 104 წლის ისტორია  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების მონიშვნებთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება - ზვიად გაბისონიაგივი მიქანაძე ოთხწუთიან ვიდეოში აღწერს თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების იდეას და მიზანსტექნიკური უნივერსიტეტიდან "ქართული ოცნების" მთავრობას, პარლამენტს და ცალკე - ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ„როგორც ხელისუფლება იტყვის“ - თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება გადაწყვეტილია, მაგრამ „კონსულტაციები“ იქნება