5 ივნისს დილით რუმინეთის ქალაქ კოსნტანცის პორტის რაიონში ე.წ. საზღვაო დრონი აფეთქდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არავინ დაშავებულა.
სამინისტროს თანახმად, აფეთქებული აპარატი იმ ტიპისაა, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არ უთქვამს, ომის მონაწილე რომელ მხარეს შეიძლება ეკუთვნოდეს ეს აპარატი.
რაიონი, სადაც ე.წ. საზღვაო დრონი აღმოაჩინეს, თავდაცვის სამინისტროს და სანაპირო დაცვის სამსახურის ძალებმა გადაკეტეს. პორტიდან ევაკუაცია განხორციელდა.
ასევე ნახეთ
დრონის ინციდენტის შემდეგ რუმინეთი ხურავს რუსეთის საკონსულოს კონსტანცაში29 მაისს, უკრაინაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს. დაშავდა ორი ადამიანი.
რუმინეთის ხელისუფლებამ ინციდენტს უწოდა რუსეთის მხრიდან სერიოზული და უპასუხისმგებლო ესკალაცია, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუმინეთის მოქალაქეებს, არამედ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებასაც და რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში. რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს.