ევროკავშირი სომხეთს დაუფინანსებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან 3 სასაზღვრო გამშვები პუნქტის მშენებლობას

ფოტო არქივიდან: აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის ლიდერები

ევროკავშირი სომხეთში სამი სასაზღვრო გამშვები პუნქტის აშენებას დააფინანსებს - ორს თურქეთთან, ერთს კი აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანთან.

ინფორმაცია, რომელიც ივლისის დასაწყისში გავრცელდა, ევროკავშირის ელჩმა გაიმეორა სომხურ გამოცემა Civilnet-თან ინტერვიუში 10 ივლისს.

სომხეთის რესპუბლიკაში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა განაცხადა:

„[ევროკავშირისგან] ახალი დაფინანსება გამოყენებული იქნება კავშირებადობის ახალი პროექტებისთვის არა მხოლოდ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონტექსტში, არამედ ასევე სომხეთის "შუა დერეფანში" ჩართვისთვის“.

ასევე ნახეთ

„მშვიდობის გზაჯვარედინი“ - რას სთავაზობს ფაშინიანი მეზობლებს

„რა თქმა უნდა, გვჭირდება დამატებითი პროგრესი საზღვრების გახსნის საკითხში. უკვე არსებობს შეთანხმება, რომ ევროკავშირი დააფინანსებს სომხეთის სამ ახალ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, - ორს თურქეთთან და ერთს იერასხში, აზერბაიჯანთან, ნახიჩევანის მიმართულებით“, - განაცხადა მან.

„ამჟამად ვმუშაობთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევებზე და შემდეგ ვაპირებთ ინვესტიციების ჩადებას ამ პროექტების უშუალო განხორციელებაში, სასაზღვრო გამშვები პუნქტების მშენებლობაში“, - განაცხადა ელჩმა მარაგოსმა.

ასევე ნახეთ

ამერიკული ფირმა AECOM-ი ერევანშია TRIPP-ის საპროექტო-კვლევითი სამუშაოებისთვის

მან ისაუბრა „ტრამპის მარშრუტზეც“ და თქვა: „ჩვენ ასევე ვაპირებთ ინვესტირებას არა უშუალოდ „ტრამპის მარშრუტში“, TRIPP-ში, - თუმცაღა ამჟამად უკვე დაწყებული გვაქვს თანამშრომლობის სფეროების დადგენა TRIPP-ის პოტენციური მხარდაჭერის კუთხით.

მაგრამ, როგორც აღნიშნეთ, აქ აშშ-ს აქვს წინამძღოლობა აღებული, ასე რომ, ჩვენი ყურადღება ჩრდილოეთის მარშრუტზე იქნება გამახვილებული და ამ სფეროში პროექტების მომზადებას ვაპირებთ“.

ასევე ნახეთ

ევროკავშირი 220 მილიონი ევროთი დააფინანსებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის მხარდამჭერ პროექტებს

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა სომხეთს პირველი 34 მლნ ევრო გამოუყო რუსეთის შეზღუდვების შემდეგ
  • გასულ კვირაში ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მორიგ ჯერზე ეწვია სომხეთს.
  • ამჯერად მათ დეტალურად შეისწავლეს ის ტერიტორია, სადაც „ტრამპის მარშრუტის“ სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურა გაივლის.
  • სწორედ ამ ინფრასტრუქტურის დაპროექტების მიზნით იმყოფებოდნენ ისინი სომხეთში.

ასევე ნახეთ

ავაშენებთ გზატკეცილს, რომელიც იქნება უმოკლესი გზა ცენტრალური აზიიდან ევროპამდე - ფაშინიანი
  • TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
  • ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
  • დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.

ასევე ნახეთ

ამერიკულმა ფირმა AECOM-მა სომხეთში TRIPP-ის ტერიტორია შეისწავლა

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტისას, 2026 წლის 5 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალური აზიიდან და კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის, თუმცა ეს გზა ომის გამო ჩაკეტილია.

„თქვენ ახლა ამას ცვლით... შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის“, - განაცხადა მან.

„როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - თქვა ამაზე პასუხად ირაკლი კობახიძემ 20 მაისს.

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ - გერმანიის ელჩი