გიორგი ჭიღლაძე 18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ძმის ქორწილში იმყოფებოდა, ის პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა, მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმართან უთანხმოება მოუვიდა - ორივე მხარე ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადანაშაულებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადაღებული კადრი, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს ჭიღლაძე ხელს რუსულად მოსაუბრე ქალს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ რამდენიმე წუთით ადრე დაკავებულ კაცს „ყელში სწვდა“.
ასევე ნახეთ
ნაცემი ქალი და ჩაშლილი ქორწილი თელავში - ვეცადეთ, აღგვედგინა მოვლენების თანმიმდევრობარა მოხდა 18 ივლისს თელავში?
18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ინციდენტი მოხდა - იმ დროს, როცა იქ ქორწილი იმართებოდა, ერთ-ერთ ნომერში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დამსვენებლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს.
მედიამ იმ ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ მომდევნო დღეს გაიგო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი, რომელშიც ჩანდა, რომ სიძის ძმა ერთ-ერთ ნომერში მყოფ ქალს სახელში ხელს ურტყამდა.
ასევე ნახეთ
დააკავეს კაცი, რომელმაც ერთ-ერთ სასტუმროში ქალს ხელი დაარტყაპოლიციამ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, გამოკითხვის შემდეგ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
დაკავებულის ადვოკატია ლაშა კაპანაძე, რომელიც თავადაც იყო იმ ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი. მისი მონათხრობის მიხედვით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წუთით ადრე.
კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე, ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა:
„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.
ასევე ნახეთ
ქალისთვის ხელის დარტყმის გამო დაკავებულის ადვოკატი ჰყვება, რა მოხდა თელავის სასტუმროში3 წლამდე პატიმრობა
გიორგი ჭიღლაძის აღკვეთის ღონისძიებაზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 21 ივლისს იმსჯელებს. პროკურატურა მისთვის 5000 ლარის ოდენობის საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
დაკავებულის ადვოკატი, ლაშა კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათი მოთხოვნაა სასამართლომ გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.
საპატიმრო გირაო გულისხმობს დაკავებულის მას შემდეგ გათავისუფლებას, რაც ის გადაიხდის შეფარდებულ გირაოს თანხას.
ასევე ნახეთ
თელავის სასტუმროს ინციდენტზე დაკავებულ კაცს ბრალი წაუყენესმას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წაუყენეს: ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.