რადიო თავისუფლების შესახებ მომზადებულ მასალაზე შეკითხვა მათ პარლამენტში ჟურნალისტებმა დაუსვეს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით უპასუხა რადიო თავისუფლებას აშშ-ს საელჩოს სპიკერმა კითხვებზე, რომელიც შეეხებოდა ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილ ე.წ. სიძულვილის ენის მონიტორინგის დეპარტამენტის მუშაობას.
ასევე ნახეთ
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამორას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“
თენგიზ შარმანაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს საელჩოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უპასუხებს:
„ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და მსგავსი კანონმდებლობა მარტო საქართველოში კი არა, ევროპის უმეტეს ქვეყანაში მოქმედებს...
თუ განმარტავენ, რომ ბრიტანული თუ გერმანული სასამართლოების პრაქტიკა არასწორია, მაშინ ჩვენც გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს. მაგრამ თუ იტყვიან, რომ მათ შეუძლიათ და ქართველებს - არა, ეს არის დისკრიმინაცია, სეგრეგაცია და არასწორი მიდგომაა“.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ არ აპირებენ აშშ-სთან „ზედმეტ პოლემიკაში შესვლას, რადგან ჩვენთან მედია თავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია“:
„რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწსიტყვაობის წინააღმდეგნი“.
იშვიათი კომენტარი საელჩოსგან
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ეს არის პირველი საჯარო შეფასება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიმდინარე პრაქტიკა არის გაკრიტიკებული.
აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და 2025 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის შემდეგ, - ამ დრომდე, - ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ ვაშინგტონისგან ორმხრივი ურთიერთობების „გადატვირთვას“ ელოდა და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს გამოხატავდა.
ასევე ნახეთ
„გვესმის საქართველოს გადაწყვეტილება“ - რა გვიპასუხა ჩინეთის საელჩომ ანაკლიის პორტზე დასმულ შეკითხვებზე- 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, - რის პარალელურადაც თბილისმა პეკინთან დაიწყო ურთიერთობების გაღრმავება.
- ურთიერთობები თბილისსა და ვაშინგტონს შორის მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, მოწოდებების მიუხედავად, მიიღო „აგენტების კანონი“, ქუჩაში გამოსული დემონსტრაციები კი ძალის გამოყენებით დაშალა.
- საპასუხოდ აშშ-მა სანქციები დაუწესა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებსა და კერძო პირებს. სანქციების დაწესება 2024 წლის ივნისში დაიწყო და მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა - ჯამში, საუბარია 100-ზე მეტ ადამიანზე.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა, თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები არ მოხსნილა.
- ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვედრები ჰქონდათ აშშ-ში. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოშიც.
ასევე ნახეთ
"შეკითხვა პრემიერს მიემართება" - აშშ-ის საელჩო კობახიძის მიერ ყოფილი ელჩის "პოლიტიკურ ტერორში" დადანაშაულებაზევახო სანაიას დაპატიმრება
გასულ კვირაში, 23 ივლისს, ტელეკომპანია „ფორმულის“ ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაპატიმრება დაგმეს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატიული პარტია) და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია).
- სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 22 ივლისს შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ.
- მან ვახო სანაია სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტისთვის.
- პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
- სანაიას ორი კვირით დაპატიმრებას წინ უძღოდა მისი დაჯარიმება. 10 ივლისს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახო სანაია 6000 ლარით დააჯარიმა ფეისბუკზე გამოქვეყნებული ტექსტის გამო, რომ „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.
- ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოჰყვა ვახო სანაიას მიერ დაჯარიმების შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტს: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“.