სამშაბათს, ხუთ მაისს გავრცელებულ მოკლე ცნობაში ბელარუსის საგარეო უწყება წერს:
„სომხური მხარის ბოლოდროინდელ არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით, სომეხ დიპლომატთან, არტურ სარქისიანთან მკაცრი პროტესტი იქნა გამოხატული და შესაბამისი ნოტა გადაეცა“.
საგარეო უწყება სხვა დეტალებს ამ ცნობაში არ აზუსტებს, თუმცა ნოტის გადაცემას წინ უძღოდა მინსკის მიერ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის მკაცრი კრიტიკა მის მიერ ბელარუსის რუსეთის „გუბერნიად“ მოხსენიების გამო.
ამასთან, ოფიციალურმა მინსკმა „სომხეთის ხალხი“ გამიჯნა სომხეთის მთავრობისგან.
ასევე ნახეთ
ერევანი მასპინძლობს სომხეთისა და ევროკავშირის პირველ სამიტსრა თქვა პარლამენტის სპიკერმა
ალენ სიმონიანმა პირველ მაისს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა:
„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი გუბერნიად იქცეს. ჩვენ ვერ გვმართავენ ისე, როგორც ბელარუსს“.
„ან უნდა ვიყოთ სომხეთი, გვქონდეს დაბალანსებული ურთიერთობები რუსეთთან და სხვებთან, ან უნდა ვიყოთ პერიფერია, ან ბელარუსი“, - თქვა მან.
„ფაქტია, რომ ის, რომ ჩვენ დემოკრატიულები ვართ, ახლა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენება. ისინი ამბობენ: თავისუფალია თქვენი ინტერნეტი? ჩვენ იმდენ რეკლამას ვიყიდით ინტერნეტში ჩვენი რუბლებით, რომ ყველაფერი ჩვენი გახდება. სომხური მედიის 90–95% ოპოზიციურია? ჩვენ ამ მედიის ნაწილს ვიყიდით […] და თქვენს წინააღმდეგ გამოვიყენებთ“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
ალენ სიმონიანმა ამავე ინტერვიუში ერთმანეთს შეადარა უკრაინა და სომხეთი და მათთან რუსეთის დამოკიდებულება:
„თუ უკრაინაში ისინი ცდილობენ საკუთარი ინტერესების სამხედრო გზით წინ წაწევას, სომხეთის რესპუბლიკაში ხდება პოლიტიკური ოპერაციის, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
„სომხეთს ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“ - მოსკოვმა დაგმო სომხეთში ევროკავშირის ახალი მისიაასევე ნახეთ
მაკრონი ჩავიდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს„წინასაარჩევნო პოპულიზმი“ - რა უპასუხა მინსკმა
მანამდე, 5 მაისსვე, ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, რუსლან ვარანკოვმა განაცხადა:
„სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა წინასაარჩევნო პოპულიზმი და საკუთარი ამომრჩევლის ყურადღების გადატანის სასოწარკვეთილი მცდელობა უმძიმესი შიდა პრობლემებისგან“.
მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთში „სიღარიბე მძვინვარებს“ და ამ დროს მარტივია „გარე მტრის გამოძებნა და შეურაცხმყოფელი იარლიყების მიკერება“.
ასევე ნახეთ
ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად შექმნა ახალი სამოქალაქო მისია„ბელორუსია სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს რუსეთთან მისი მოკავშირე ურთიერთობების ფორმატს. ჩვენ ვამაყობთ ამ თანამშრომლობით და არავის მივცემთ ლექციების წაკითხვის უფლებას“, - განაცხადა მან.
„ჩვენ მკაფიოდ ვასხვავებთ მოძმე სომეხ ხალხს მათი მთავრობის ახლომხედველი წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.
სომხეთმა, რომლის ხელისუფლებაც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის პირობებში აირჩია ევროკავშირთან დაახლოების კურსი.
4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი.