შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ექსპერტიზა სახელმწიფო უწყებამ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა.
ზედა ვესტიბიულის ჭერი, რომელზეც ბზარებია აღმოჩენილი.
„23.09.2025 წლის დასკვნით დადგინდა ძალოვანი სახის ბზარების სიდიდის დაუშვებლობა და შეუსაბამობა ნორმატივებით გათვალისწინებულ სიდიდესთან. შესაბამისად, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წერილის მიხედვით სამუშაოები შეჩერებულია 5 სექტემბრიდან და სარეაბილიტაციო სამუშაოები აღნიშნულ არეალზე აღარ მიმდინარეობს“, - წერია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიასა და კონტრაქტორ „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის ხელშეკრულების გადავადების შესახებ გაფორმებულ შეთანხმებაში.
მართალია, ხელშეკრულების ვადამ 31 მაისამდე გადაიწია, თუმცა უცნობია, როდის დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ პირველ ეტაპზე უნდა გამაგრდეს ვესტიბიულის კონსტრუქცია. ამის შემდეგ კომპანია პირობას დებს, რომ სამუშაოებს 60 დღეში დაასრულებს.
იმის მიუხედავად, რომ „სატრანსპორტო კომპანიისთვის“ ცნობილი იყო, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის თარიღი გადაიდო, ამის შესახებ არაფერი დაწერა 13 მარტს გამოქვეყნებულ ფეისბუკპოსტში, რომელიც „სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულებას“ შეეხებოდა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაცია 15 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. სამუშაოებს ატარებს შპს „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელსაც თავდაპირველად 18-თვიანი ვადა მისცეს - ანუ 2024 წლის 21 ივნისამდე.
ასევე ნახეთ
მეტროსადგურ "ვარკეთილის" რემონტი 18 თვე გაგრძელდება - ახალი ხელშეკრულება დეკემბერში დაიდორეაბილიტაციისთვის მიცემული 18-თვიანი ვადის ამოწურვიდან კიდევ 18 თვეზე მეტი გავიდა, ჯამში სამ წელზე მეტი, თუმცა სამუშაოები ჯერ ისევ ვერ სრულდება.
ასევე ნახეთ
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის გათვლილი 18-თვიანი ვადა ამოიწურა2025 წლის 12 ივლისს მეტროსადგური 45 დღით დაიკეტა. ამ დროის განმავლობაში იწმინდებოდა და სპეციალური სამუშაოები უტარდებოდა ბაქნისა და დახრილი გვირაბების ჭერს.
გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ სადგურის გახსნა რეაბილიტაციის დასრულებას არ ნიშნავდა და „სამუშაოები გაგრძელდება და წლის ბოლოს დავასრულებთ“.
ასევე ნახეთ
კალაძე განმარტავს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია აგვისტოში ვერ დასრულდებაბოლოს წინა შეთანხმებით, რეაბილიტაციის პროცესი 31 მარტს უნდა დასრულებულიყო.
ასევე ნახეთ
3 თვით გადაიდო მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულების ვადამეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის შესახებ
ბოლო წლებში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია მესამედ მიმდინარეობს - პირველ შემთხვევაში ბაქანი, დახრილი გვირაბი და ვესტიბიულები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს გარემონტდა.
დედაქალაქის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, დავით ნარმანიას მერობის დროს, 2017 წელს კი, მეტროსადგურის ხელახალი რეაბილიტაცია დაიწყო. განახლებული მეტროსადგურის დათვალიერების შემდეგ თბილისის იმდროინდელმა მერმა თქვა, რომ „რეაბილიტაციის შემდეგ მგზავრთა გადაადგილება გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდა“. ამ სიტყვებიდან წელიწადსა და ოთხ თვეში, 2018 წლის 30 იანვარს, მეტროსადგურის ბაქნის ჭერზე კონსტრუქცია ჩამოვარდა - იმ დღეს იქ 14 ადამიანი დაშავდა.
კახა კალაძის მერობის პირობებში კიდევ ორი მეტროსადგურის რეაბილიტაცია დაიწყო:
- „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის განახლება რვა თვეში უნდა დასრულებულიყო და 28 თვეს გაგრძელდა;
- დათქმული ვადის დარღვევით, დაგვიანებით გაიხსნა მეტროსადგური „გოცირიძეც“. სამუშაოები, რომლებისთვისაც შვიდი თვე იყო გათვალისწინებული, თითქმის სამ წელს გაგრძელდა.