რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არიზონიდან 9 სექტემბერს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესი მოლოდინებს გადააჭარბებს“.
ჰამადე, - რომელიც კონგრესის ქვედა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია, - აქტიურად არის ჩართული კონგრესის საქმიანობაში სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
„ყველაფერი კარგად მიდის“
მისი თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ შეუძლია სომხეთი და აზერბაიჯანი პოლიტიკურად და ეკონომიკურად უფრო მჭიდროდ დააკავშიროს ერთმანეთთან, ხოლო სამხრეთ კავკასია დასავლური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის გახსნას.
მისი თქმითვე, დადებითი დინამიკა აქვს არა მხოლოდ ბაქო-ერევნის ს, არამედ თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობებსაც.
„ვიმედოვნებთ, რომ საზღვარი გაიხსნება, რათა სომხეთმა მიიღოს კიდევ ერთი სავაჭრო გზა, გარდა რუსეთის, საქართველოს და ირანისა. ამიტომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა“, - განაცხადა მან.
მისი თქმითვე, „TRIPP-ის პროექტის წარმატებით განხორციელება“ აუცილებელია, თუმცა „ისტორიული სტანდარტებით, [ერთი წელიწადი] ძალიან მოკლე დროა“ - „ყველაფერი კარგად მიდის“.
ასევე ნახეთ
ფაშინიანი ამერიკელ კონგრესმენ ჰამადეს შეხვდა და TRIPP-ი განიხილა„მოსკოვი ცდილობს დესტაბილიზაციას“
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე TRIPP-ზე რუსეთის კრიტიკასთან დაკავშირებით, - და მოსკოვის მტკიცებაზე, რომ შეთანხმება აშშ-ს საშუალებას მისცემს „სომხეთში ჯარები ან სადაზვერვო დანაყოფები განათავსოს“, - ჰამადემ განაცხადა:
„ტრამპის პროექტს“ არაფერი აქვს საერთო აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობასთან... ეს კლასიკური რუსული დეზინფორმაციაა“.
„ისინი ცდილობენ სომხეთის დესტაბილიზაციას, რომელიც დემოკრატიაა“, - განაცხადა მან და სომხეთს უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დემოკრატია რეგიონში“.
„ამიტომ ისინი ცდილობენ ფაშინიანის დისკრედიტაციას მოსახლეობის ნაწილის წინაშე“, - თქვა კონგრესმენმა.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოსთან საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან დაიწყება - ბაირამოვი„გრძელვადიანი სტრატეგია“
მისი თქმითვე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება აშშ-ისთვის არ არის პარტიული საკითხი.
შეკითხვაზე, TRIPP-ი დონალდ ტრამპის პროექტად დარჩება, თუ გაგრძელდება მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის დასრულების შემდეგაც, - კონგრესმენმა განაცხადა:
„მე ამას პარტიულ საკითხად არ აღვიქვამ. ეს დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ფარგლებს გასცდება. ხალხის საბოლოო მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც კონგრესში არიან, სამხრეთ კავკასიის დიდი დამცველები არიან“.
ასევე ნახეთ
რუსეთი საზღვარგარეთ 11 ახალ „რუსულ სახლს“ ხსნის, მათ შორის 2-ს სომხეთში„რუსეთი და ირანი ახალ რეალობას უმკლავდებიან“
მისი თქმითვე, TRIPP-ი მნიშვნელოვანია, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა დასავლეთთან ურთიერთობების განვითარება განაგრძოდ, - „რათა მათ აღარ მოუწიოთ ირანიდან შემოსულ რაიმე საქონელზე დაყრდნობა“.
„დიახ, მესმის, რომ ისინი კვლავ ვაჭრობენ ირანთან. მესმის ეს, მაგრამ ირანი ხომ მათი მეზობელია? გარწმუნებთ, რომ მომავალში ეს უფრო შეზღუდული იქნება“, - თქვა მან.
„ისევე, როგორც რუსეთი, რომელმაც ბოლო დროს სომხური საქონლის დიდი ნაწილი დაბლოკა. ახლა უკვე ხედავთ, რომ რუსეთიც და ირანიც ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ ახალ რეალობას, რომ სამხრეთ კავკასია იცვლება, მაგრამ თავადაც აქვთ საკუთარი შიდა ომები, რომლებიც მიმდინარეობს“, - განაცხადა კონგრესმენმა.
„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიას აშშ-სგან არასდროს ჰქონია ამდენი ყურადღება, რაც ახლა აქვს, და ეს ინტერესი მხოლოდ ზრდას გააგრძელებს“, - თქვა ჰამადემ.