გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
არასრულწლოვნებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვა ცხინვალში შედგება, მაგრამ არ კონკრეტდება - როდის.
ცხინვალელი სამართალდამცავები იუწყებიან, რომ დააკავეს 4 ქართველი, რომელთაც ოთხი ხელყუმბარა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩნდათ. მათვე ბრალად ედებათ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევა.
სკრას დასახლებაში, ორგანიზაციის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ბავშვების დახმარებით, კონცერტი გამართეს. ასეთივე ღონისძიება გაიმართა შავშვებში.
სოფელ ლამისყანის მოსახლეობა, რუსი ჯარისკაცების მიერ, 2 თვის წინ გატაცებული თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვს. თავის მხრივ, ცხინვალში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 მოქალაქის მოძიებას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხმხრივი შეხვედრისას ქართულმა დელეგაციამ მიიღო სიტყვიერი დაპირება, რომ საზღვარი არ ჩაიკეტებოდა, დე ფაქტო ხელისუფლება საზღვრის ჩაკეტვას მაინც გეგმავს.
სეპარატისტული ცხინვალის სასამართლომ ქართველებს 1000-1000 რუბლის ჯარიმა დააკისრა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოფიციალური თბილისის განცხადებით ქართველები ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლეს.
ქარელის რაიონის სოფელ ჭვრინისის ხუთი მკვიდრი, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, ხუთშაბათს საღამოს გაათავისუფლეს.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დუშეთის რაიონის 16 მცხოვრების გათავისუფლების შესახებ რუსებს ქართული მხარისთვის ინფორმაცია საღამოს 7 საათისთვის უნდა მიეწოდებინათ, მაგრამ პირობა არ შესრულდა.
რუსული მხარის პირობა, რომ თბილისს საღამოს 7 საათისთვის შეატყობინებდნენ ახალგორის რაიონთან დაკავებული 16 ქართველის გათავისუფლების შესახებ, არ შესრულდა. პატიმრობაში რჩება ქარელის რაიონის 5 მცხოვრებიც.
ქართული მხარე მომხდარს ”გატაცებად” აფასებს, მაშინ როცა რუსი ოკუპანტები და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 16 ქართველს საზღვრის უკანონო გადალახვასა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხვაში ადანაშაულებს.
ვერბეკეს აზრით, ჟენევის მერვე რაუნდი მძიმე იქნება, რადგან მხარეებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების პროექტის საკუთარი ვარიანტი აქვთ.
ორი დღის განმავლობაში კარალეთში მარგარეტ მიდის სახელობის კინოფესტივალი მიმდინარეობდა. ფესტივალი 1977 წელს ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მიერაა დაარსებული.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის თქმით, რუსულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება, რომ პირველი ნოემბრიდან ახალგორის ადმინისტრაციული საზღვარი აღარ ჩაიკეტება.
შიდა ქართლში გაუნაღმავი ტერიტორიები ადამიანების ჯანმრთელობას კვლავ საფრთხეს უქმნის. სოფელ დვანის მოზარდები სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
გორელები ტანკების გრუხუნმა და სპეცეფექტების სუნმა შეაწუხა, სხვები - ფილმის ბიუჯეტმა. რადიო თავისუფლებას გაუმხილეს, რომ ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონ დოლარს შეადგენს.
შეხვედრაზე თბილისსა და ცხინვალში სასამართლოების მიერ მსჯავრდებული პირების საკითხიც განიხილეს. დვანელები კი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
რეპორტიორები ჩართულნი არიან ტრაგიკული მოვლენის – ომების, ტერორისტული აქტების, კატასტროფების, უბედური შემთხვევების გაშუქებაში...
მეორე დღეა, გორის ჰოსპიტლის ეზოში დიდი ხმაურია - ათობით "დაჭრილი ჯარისკაცი" და მშვიდობიანი მოქალაქე. იქვე არიან ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ანძებზე წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოქმედდა.
300 ათას ლარზე მეტი ქალაქის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯება. ყველაზე დიდი თანხა პოლიციის სამხარეო სამმართველოსთან სკვერის მოწყობისთვის არის გამოყოფილი.
ჩამოტვირთე მეტი