გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წელი დარჩა. ცხინვალში კი უკვე აქტიურად მიმდინარეობს მომავალი კანდიდატების შესახებ საუბარი. ამ თემას ედუარდ კოკოითი პარლამენტში გამოსვლისას შეეხო.
გორის რაიონში თითქმის ყველა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დახურულია. წელს ვაშლის მცირე მოსავალმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც გლეხები, ისე მეწარმეები. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ფერმერები, რომელთა შემოსავლები ხილის მოსავალზეა დამოკიდებული.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ 15 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ ეკონომიკის მინისტრს თეიმურაზ ჯერაპოვს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 278–ე მუხლით წაუყენეს.
ორი წლის წინ, როცა დევნილები კარალეთის კოტეჯებში შეასახლეს, მათ მთავრობამ მიწის ნაკვეთებიც დაურიგა, მაგრამ პრობლება სარწყავი წყლის არარსებობა იყო. ამ პრობლემით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ქეა დაინტერესდა.
გორში მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი იყო. პროექტი მედიის მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება.
ოსურმა მხარემ გუშინ საღამოს გაათავისუფლა ბოლო პერიოდში დაკავებული სამი ქართველიდან ორი. ალექსი ხუროშვილი და ნიკოლოზ რაზმაძე ოსმა მილიციელებმა ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ოსურ სოფელ ღრომთან დააკავეს ქართველი მოზარდი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა.
გორში ავტოსამრეცხაოები დახურვის პირასაა, მათი მფლობელების გაკოტრება წყლის ტარიფის გაზრდამ გამოიწვია. ადრე ისინი კუბურ მეტრ წყალში 40 თეთრს იხდიდნენ, მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ კი, გადასახადი 4 ლარით და 30 თეთრით განისაზღვრა.
ახალგორის ოსურ საგუშაგოზე კონტროლი გამკაცრდა. მოქალაქეებს, რომლებსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გაცემული ”ფორმა N9” არ გააჩნიათ, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
გორში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ. ბავშვებს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აინტერესებდათ.
ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვოლებეკს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა და მათი უფლებები აინტერესებდა.
გორში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით დევნილებისა და განათლების ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის თემა იყო განათლების რეფორმა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა – ახალი გამოწვევები და პერსპექტივები დევნილებისთვის.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის ინიციატივით გაიმართა.
10 წლის წინათ გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია “13 25” მიიღო. ქართულმა ორგანიზაციამ „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ გადაწყვიტა, რეზოლუციის მე–10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული გორში აღენიშნა.
გორის ყველა სკოლაში სასკოლო სასადილოები და ბუფეტები ისევ ძველი სისტემით მუშაობენ. სკოლა კონკურსის საფუძველზე თვითონ არჩევს კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას და მასთან ხელშეკრულებას აფორმებს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ 90-ანი წლების კონფლიქტის დროს ახალგორიდან დევნილ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. კოკოითი მათ საკუთრების დაბრუნებას და შეღავათებს ჰპირდება.
თვეზე მეტია დევნილთა დასახლებებში კოტეჯების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იძულებით გადაადგილებულ პირებს ისედაც უხარისხოდ გაკეთებული ავეჯი გარეთ უწყვიათ. წვიმა საოჯახო ნივთებს აზიანებს, ამიტომ დევნილები ხელისუფლებას დაზიანებული ავეჯის შეცვლას სთხოვენ.
შიდა ქართლში ადრეული აღდგენის ხელშეწყობის ორწლიანი პროგრამა დასრულდა. პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. ევროპელმა დიპლომატებმა დღეს ის ობიექტები დაათვალიერეს, რომელთა აღდგენა პროგრამის ფარგლებში მოხდა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, მართალია, ოფიციალურად არ აღიარებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს ცნობს, მაგრამ რუსი სასულიერო პირები დე ფაქტო რესპუბლიკას ყურადღებას არ აკლებენ.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში საქართველოს ხელისუფლებამ შეშის შეტანა დაიწყო. დახმარება გორისა და ქარელის რაიონის 20 სოფელს გაეწევა. თითოეული ოჯახი 2 კუბმეტრ შეშას და ერთ ტომარა ფქვილს მიიღებს.
ჩამოტვირთე მეტი