გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ სოფელ საქაშეთში წყლის პრობლემაა. ადგილობრივი მოსახლეობა წყალს შორი მანძილიდან ეზიდება. ომის შემდეგ დაზარალებულ სოფლებში საერთაშორისო ორგანიზაციები შევიდნენ და სხვადასხვა პროექტის განხორციელება დაიწყეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქორწილებში და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე იარაღიდან სროლის აკრძალვას მოითხოვს. მისი თქმით, დიდ პრობლემად რჩება მოსახლეობაში დაურეგისტრირებელი უკანონო იარაღის არსებობა.
კონფლიქტის ზონის მოსახლეობა ომის დროს დაზიანებული სახლების აღდგენას მოითხოვს. ორი წლის წინ რუსული ავიაცია ქართულ სოფლებს ბომბავდა. კასეტური ბომბებით სოფელი საქაშეთიც დაიბომბა. სახლებს სახურავები კედლები და ფანჯრები დაუზიანდა.
ახალგორის რაიონში მშენებარე აეროდრომი ეკლესია-მონასტრებს საფრთხეს უქმნის. რუსმა სამხედროებმა აეროდრომის მშენებლობა რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს. ეს ტერიტორია დედათა მონასტრიდან დაახლოებით 500 მეტრით არის დაშორებული.
ბოლო პერიოდში შიდა ქართლი პოლიტიკოსებისთვის აქტიური რეგიონი გახდა. კვირა არ გავა ისე, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი გორის რაიონში, კონფლიქტის ზონის სოფლებში, არ ჩავიდეს და იქ არსებული მდგომარეობით არ დაინტერესდეს.
კონფლიქტის ზონის სოფლებს ახალგაზრდები ტოვებენ. ნიქოზი, ხვითი, ერგნეთი, მეღვრეკისი, დიცი და კიდევ არაერთი სოფელი აგვისტოს ომის შემდეგ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ტელეკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი ჯონი ნანეტაშვილი პატრულის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. იგი 7 ოქტომბერს გორის ცენტრში დააკავეს და მობილურ ტელეფონზე საუბრისთვის ჯარიმის გამოწერას აპირებდნენ.
გორში ყოფილი რძის ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებული დევნილებისთვის წელს შეშა არავის მიუტანია. მაშინ, როცა გორის რაიონის იმ ჩასახლებებში, სადაც ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის, შეშა დიდი ხნის წინ დარიგდა.
რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. კასპის რაიონის სოფელ პანტიანის მცხოვრები სპარტაკ ფოლადაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი მაშინ აიყვანეს, როცა სოფელ ახმაჯის მიმდებარე ტყეში შეშის მოსაჭრელად იყვნენ წასულები.
ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები იმყოფებოდნენ. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურმა წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგი შეათანხმეს.
დიცელებმა სოფლის სიახლოვეს რამდენიმე ადამიანი შენიშნეს, რომლებსაც ხელში რუკები ეჭირათ და ტერიტორიებს არმატურის ძელებით ნიშნავდნენ. მონიშნული ტერიტორიების იქით ადგილობრივი მაცხოვრებლების მიწის ნაკვეთები, საძოვრები და სარწყავი არხი მოხვდა.
გორისა და კასპის რაიონში მსხვილფეხა პირუტყვის ეპიდემიური დაავადება გავრცელდა. კასპის რაიონის სამ სოფელში საქონელი მოულოდნელად დაეცა. დაავადება სწრაფად ვრცელდება და მოსახლეობა ვეტერინარული სამსახურისგან დახმარებას ითხოვს.
წელს დევნილი ბავშვების დიდი ნაწილი წიგნების გარეშე დარჩა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის დევნილი ოჯახები, საიდანაც სკოლაში ორზე მეტი ბავშვი დადის.
ჯონდი ბაღათურიამ კონფლიქტის ზონის სოფლებში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს დააკისრა. დეპუტატი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და მის დაპატიმრებას მოითხოვს.
დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და როგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა. კოკოითი აღშფოთებას ვერ მალავდა.
დევნილებისთვის სწრაფად და უხარისხოდ აშენებულმა კოტეჯებმა ორი წელიც ვერ გაძლო. სახლების კედლები დაიბზარა, კარ-ფანჯარა დეფორმირდა, სახურავიდან წყალი ჩავიდა. ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ბალახი და მწერები ამოდიან.
ორი წელია ცხინვალის მოსაზღვრე ქართულ სოფლებში პრობლემები ვერ გვარდება. უკმაყოფილო ხალხთან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩავიდა და მოსახლეობას აუწყა, რომ პრობლემების მოგვარება ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში შეუძლებელია.
საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა რეგიონებში დაასრულა. გორის უნივერსიტეტში კომისიის წევრები აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა სოფელ ძევერის საჯარო სკოლა გახსნეს. ეს სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა.
ჟურნალისტები გერმანიის მთავრობის მიერ აშენებულ კოტეჯებში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემებით დაინტერესდნენ და გაკვირვებულნი დარჩნენ, როცა კედლებდაბზარული კოტეჯები ნახეს.
ჩამოტვირთე მეტი