მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ევროპამ საკუთარ თავს უკვე დაუწესა, რომ 2020 წლისათვის მისი ქვეყნების ენერგომოხმარების 20% განახლებადი ენერგიის წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს. ევროპა საქართველოსაც ამისკენ მოუწოდებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქარტიის დამკვირვებელ ქვეყანას.
9 დეკემბერს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში ხევსურეთის განვითარების გეგმასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის ეროვნული და დაცული ტერიტორიების სააგენტოებმა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ხევსურეთის მომავალი განვითარების გეგმები წარმოადგინეს.
მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. ამ დღის სიმბოლო იისფერი ბაფთაა, რომელიც თბილისში საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე მისულ ადამიანებსაც ეკეთათ. ხელისუფლებისთვის ეს დღე ამ მიმართულებით გაკეთებული თუ დაგეგმილი საქმეების პრეზენტირების საშუალება იყო.
მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძარმა, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და დღემდე თითქმის პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი, ე.წ. რესტავრაციის შემდეგ სახე იცვალა. ილორის ტაძარი თეთრადაა გადაღებილი, რასაც, როგორც ქართული მხარე აცხადებს, უძველესი ქართული წარწერები და ფრესკები შეეწირა.
საქართველო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და აივ ინფექციის თვალსაზრისით კვლავაც ინარჩუნებს ადგილს დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორის, თუმცა, ექიმების შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე გამოვლენილი შიდსის 410 შემთხვევა შემაშფოთებელი ტენდენციაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა სახლი კონფლიქტის ზონებში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შეიძლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოშვას.
29 ნოემბრის გვიან ღამით თბილისში ერთსაათიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა - ერთი ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეორე მუხიანის დასახლებაში. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე. დაზიანდა შენობები... ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე აფეთქების მეექვსე შემთხვევაა.
გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოსცა, პირველად ქართულ ენაზე, მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერლის, მეორე მარკიზ დე სადად წოდებული ჟან ჟენეს გახმაურებული რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”. ჟენეს, ახლა უკვე ქართულად, უფრო ფართო საზოგადოება გაიცნობს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრის თაოსნობით პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის - იმავე ჩარჩო-დოკუმენტის - პრეზენტაცია მოეწყო. პროფესიული განვითარების სქემა სამინისტროს მორიგი ინიციატივაა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს - თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც იურისტის კარიერა სწორედ ამ ორგანიზაციაში დაიწყო. თავმჯდომარეობამდე მან საიას სტაჟიორობიდან ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნობამდე გზა გაიარა.
ეს კვირა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა როგორც ყველაზე წარმატებული საერთაშორისო კვირა თავის პრეზიდენტად ყოფნის ისტორიაში; საქართველოში კი ქვეყნის შიდაპოლიტიკური ცხოვრების მთავარი მოვლენა მორიგი სამთავრობო ცვლილება გახლდათ.
აფხაზეთიდან დევნილი ნანა ფიფია, რომელმაც 27 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.
სახალხო დამცველის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ქართული არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წარუდგინეს.
მედიაექსპერტებისგან შემდგარი საზოგადოებრივი საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებათა კომპლექსური პაკეტი მოამზადა და საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტსაც მიმართა, კონსულტაციებს განაგრძობს.
ძვირფასო მეგობრებო, ძმებო – ასე იწყება მიმართვა აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ქართველების უხუცესთა საბჭომ გაავრცელა. ადამიანები, რომლებსაც ომამდე აფხაზეთში კარგად იცნობდნენ, პირდაპირ აფხაზებს პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდებენ.
ეროვნული საბჭოს ბაზაზე ახალი ორგანიზაცია - „თავისუფალი საქართველო“ - დაფუძნდა, რომლის მთავარი მიზანი მასში გაერთიანებულ ”კონსერვატორული პარტიისა” და ”ხალხის პარტიის” მიზნებს ემთხვევა.
„საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა - მისი თქმით, დროებით - დატოვა. 11 ნოემბერს საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე მან განაცხადა: "დღეს სიმართლეა საჭირო, სიმართლე კი ისაა, რომ ამ ქვეყანაში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს...”
პარლამენტში „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქეთა პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკითხს განიხილავენ. 14 წლის მოზარდებს მშობლების მინდობილობის გარეშე შეეძლებათ პირადობის მოწმობის აღება.
ლათინური ამერიკის ხუთი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში საქართველოს პირველად ესტუმრა. ლათინოამერიკის ქვეყნები (თუ არ ჩავთვლით ნიკარაგუასა და ვენესუელას), აგრძელებენ და კვლავაც გააგრძელებენ არაღიარების პოლიტიკას.
საქართველოში იმ ხალხის რიცხვი, ვინც 90-იან წლებში გაჩაღებული კოოპერატიული ბინათმშენებლობის დროს ფული და ბინა ერთად დაკარგა, 30 000-ს აღწევს. აქედან 9 000-ის ვალი სახელმწიფოს ოფიციალურად აქვს აღიარებული.
ჩამოტვირთე მეტი