მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
კიშინიოვში გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ თბილისში, ემოციები ჯერაც არ განელებიათ. მათი თქმით, მიუხედავად დაძაბული მომენტებისა, ჰქონდათ შეგრძნება, რომ მეგობრებს ელაპარაკებოდნენ.
პარლამენტართა ერთი ნაწილი და ახალგაზრდული მოძრაობა „არა“ საქართველოს პრეზიდენტს არასრულწლოვანი პატიმრის, გვანცა ყუფარაძის უპირობო შეწყალებას სთხოვს და აცხადებს, რომ უკვე ოთხი წელია ის მოზრდილთა საპყრობილეში იხდის სასჯელს.
საინიციატივო ჯგუფმა, მედიაექსპერტების, იურისტების, კონსტიტუციონალისტების შემადგენლობით, რვა კანონპროექტში შესატანი იმ ცვლილებებისა და დამატებების პრეზენტაცია მოაწყო, რომლებმაც საქართველოს მედიაში არსებული მძიმე ვითარება უნდა შეცვალონ.
პოლიტიკური პარტია “ქართული დასი” საქართველოს კანონში ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” დამატებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, მედიკამენტებზე ზღვრული ფასი სახელმწიფომ უნდა დაადგინოს.
საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ერთ-ერთი შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან გამართეს. რამდენად სრულყოფილად არიან ისინი ინფორმირებული ნატოს შესახებ?
ოქტომბრის დასაწყისში გერმანიის ქალაქმა მაინის ფრანკფურტმა უმასპინძლა მსოფლიოში უდიდესა და ერთ-ერთ უძველეს წიგნის ბაზრობას. წიგნის ამ დღესასწაულის მონაწილე 111 ქვეყანას შორის იყო საქართველოც, რომელიც უკვე მესამე წელია, ბაზრობის დამთვალიერებელს საკუთარი სტენდით ხვდება.
პარლამენტის პარალელურად 2011 წლის ბიუჯეტს არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებიც სწავლობენ. პირველი შენიშვნები ირაკლი ალასანიას პარტია ”თავისუფალმა დემოკრატებმა” წარმოადგინეს. მათი დასკვნა ხელისუფლების აზრს არ ემთხვევა.
15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. 112 დეპუტატი 5-ის წინააღმდეგ - ასეთია კენჭისყრის შედეგი. კონსტიტუციის ახალი მოდელის შესახებ საბოლოო დასკვნაზე მსჯელობდა ვენეციის კომისიაც.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანისას რეგლამენტი დაარღვია და ცვლილებები დაჩქარებული წესით, საზოგადოებისგან მალულად, პირველი მოსმენის გარეშე მიიღო.
ხანგრძლივი პოლიტიკური მითქმა-მოთქმა ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარისა და ასევე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ამჟამად პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილის ერთ პოლიტიკურ გუნდში გაერთიანების გარშემო ახალი, ”ქართული პარტიის” დაფუძნებით დასრულდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”ევროგეოგრაფიკის”გენერალურ ასამბლეაზე, კენჭი უყარეს ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს. კანდიდატი ქვეყნიდან საქართველო „ევროგეოგრაფიკის“ წევრ ქვეყნად იქცა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მონაცემები, ევროპის ერთიან ინტერნეტრუკებზე განთავსდება.
”დედაენის საზოგადოება” - ასე ერქმევა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვისაც ქართული ენის სიწმინდეზე გული შესტკივა და რომლებიც ენის გადარჩენისა და განვითარების კონცეფციაზე იმუშავებენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა სპეციალური მიმართვა, რომლითაც აპროტესტებს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენს და აცხადებს, რომ ის არაკანონიერი, არაადეკვატურად მკაცრი და არაჰუმანურია.
ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ ამოიღო ფანჯარა, ვინ დაამტვრია რამდენიმე ოთახის კარი ან რას ეძებდნენ სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში, სადაც მწერლის ნივთები და საგვარეულო ვერცხლეული ინახება.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ.
საქართველოს მედიის ყურადღება ამ კვირაში მიპყრობილი იყო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიისაკენ, სადაც ის სიტყვით გამოვიდა. საქართველოში ამ დროს აქტიურად გრძელდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა.
21 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც მოზარდებსა და ახალგაზრდებში (10-29 წელი) ძალადობით გამოწვეულ სიკვდილიანობას ეხება. კვლევიდან ჩანს, რომ ევროპაში სიკვდილის მიზეზებს შორის ძალადობრივი სიკვდილი მესამე ადგილზე დგას.
გარემოს დაცვის სამინისტრო კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის. ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვინც სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გზებზე, მდინარეებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე ან სხვა ადგილებში დაყრის, 200 და 1000 ლარით დაჯარიმდება.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ეროვნული ფორუმი ხელმოწერებს ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში აგროვებდა. 22 სექტემბრისათვის მათ 170 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.
ახალგაზრდულმა მოძრაობამ „7 ნოემბერი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერა წერილი, რომლითაც საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული და მიუსაფარი ადამიანების უფლებების დაცვას მოითხოვს.
ჩამოტვირთე მეტი