მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
იაპონიის ისტორიით და კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს 2010 წლის ბოლოს იაპონიის საელჩომ და ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა პაატა ნაცვლიშვილმა სიურპრიზი მოუმზადეს - „ნამდვილი ქაღალდის წერო“.
სახალხო დამცველის ოფისმა 2010 წელს ხუთი სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა: დევნილებისა და პატიმრების უფლებები, ვითარება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობა ინსტიტუციებში, ფსიქიატრიული საავადმყოფოების რეალობა...
საქართველოს რამდენიმე რაიონში ტყეებს ისევ გაუჩნდა ხანძარი. იცვლება ადგილები, მაგრამ არ იცვლება სურათი - დღემდე ხანძრის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არ არის. ამჯერად ცეცხლს ებრძვიან ბაღდათის რაიონში, ფშავის ტერიტორიაზე, მოსახლეობამ აალებული ტყე ახალგორის რაიონშიც ნახა.
28 დეკემბერს სამებაში შეკრებილი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება - მათ შორის, შავოსანი დედები და ომის ვეტერანები - აფხაზებს შერიგებისაკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მეტი ყურადღებისაკენ მოუწოდებდნენ.
გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენაზე საუბარი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურდება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხის ყოველ ჯერზე წამოწევა პროვოკაციის მცდელობაა.
თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ჩოგბურთის კორტები თვეზე მეტია დაკეტილია. კორტების ადგილას ტერიტორია გაჩეხილია და ახალი მშენებლობისათვის მზადდება. "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დროებით ორთაჭალაში გადაისროლეს, თუმცა სიშორის გამო იქ ბავშვების ნახევარიც აღარ დადის.
თბილისში დევნილთა აქციები გრძელდება. რუსთაველის გამზირზე 21 დეკემბერს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები, რომელთა ნაწილი თავს ნათესავებთან აფარებს.
თბილისში, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში", აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. ფორუმის ორგანიზატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.
ამერიკულმა გამომცემლობამ Dalkey Archive Press-მა, რომელიც ყოველწლიურად ბეჭდავს კრებულს, სახელწოდებით “საუკეთესო ევროპული მოთხრობა”, 2011 წლის ანთოლოგიაში ქართველი მწერლის, ზურაბ ლეჟავას, ერთი მოთხრობა - ”მაცივარი სექსისა წილ” - შეიტანა.
www.opendata.ge ახალი ვებსაიტია, რომელიც პროექტ ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ფარგლებში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით
თბილისში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციათა ახალი კოალიცია - “ევროპული საქართველოსთვის” - და მასში ევროპული ფასეულობების მხარდამჭერი 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. სამოქალაქო სექტორის ნაწილი ქართული საზოგადოებისათვის კარგად ცნობილია.
სახალხო დამცველის ოფისმა, პირველად საქართველოში, ჩაატარა ინსტიტუციებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის მონიტორინგი და 40-გვერდიანი, საკმაოდ მკაცრი შინაარსის ანგარიშიც გამოსცა. მონიტორინგის ჯგუფში ექსპერტებად მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებიც იყვნენ მიწვეულები.
ევროპამ საკუთარ თავს უკვე დაუწესა, რომ 2020 წლისათვის მისი ქვეყნების ენერგომოხმარების 20% განახლებადი ენერგიის წყაროებს უნდა ეფუძნებოდეს. ევროპა საქართველოსაც ამისკენ მოუწოდებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და ენერგეტიკული თანამეგობრობის ქარტიის დამკვირვებელ ქვეყანას.
9 დეკემბერს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობაში ხევსურეთის განვითარების გეგმასთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტურიზმის ეროვნული და დაცული ტერიტორიების სააგენტოებმა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად ხევსურეთის მომავალი განვითარების გეგმები წარმოადგინეს.
მსოფლიო 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დღეს აღნიშნავს. ამ დღის სიმბოლო იისფერი ბაფთაა, რომელიც თბილისში საგანგებოდ გამართულ კონფერენციაზე მისულ ადამიანებსაც ეკეთათ. ხელისუფლებისთვის ეს დღე ამ მიმართულებით გაკეთებული თუ დაგეგმილი საქმეების პრეზენტირების საშუალება იყო.
მე-11 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ილორის ტაძარმა, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს და დღემდე თითქმის პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი, ე.წ. რესტავრაციის შემდეგ სახე იცვალა. ილორის ტაძარი თეთრადაა გადაღებილი, რასაც, როგორც ქართული მხარე აცხადებს, უძველესი ქართული წარწერები და ფრესკები შეეწირა.
საქართველო შიდსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს და აივ ინფექციის თვალსაზრისით კვლავაც ინარჩუნებს ადგილს დაბალი გავრცელების ქვეყნებს შორის, თუმცა, ექიმების შეფასებით, წლის დასაწყისიდან დღემდე გამოვლენილი შიდსის 410 შემთხვევა შემაშფოთებელი ტენდენციაა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა სახლი კონფლიქტის ზონებში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შეიძლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოშვას.
29 ნოემბრის გვიან ღამით თბილისში ერთსაათიანი ინტერვალით ორი აფეთქება მოხდა - ერთი ჯავახიშვილის ქუჩაზე, მეორე მუხიანის დასახლებაში. დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე. დაზიანდა შენობები... ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე აფეთქების მეექვსე შემთხვევაა.
გამომცემლობა ”დიოგენემ” გამოსცა, პირველად ქართულ ენაზე, მეოცე საუკუნის ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწერლის, მეორე მარკიზ დე სადად წოდებული ჟან ჟენეს გახმაურებული რომანი ”ნოტრ-დამ-დე-ფლერი”. ჟენეს, ახლა უკვე ქართულად, უფრო ფართო საზოგადოება გაიცნობს.
ჩამოტვირთე მეტი