რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით საკრებულოს სხდომაზე მაიზერ ნანავა აირჩიეს.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი, რომელიც მიზნად მოქალაქეებისთვის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გამარტივებას ისახავს, 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი წევრის, თაზო ფაცაციას, უფლებამოსილება ცნო. ის უკვე ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება ქალაქის საკრებულოში.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას კლუბის მფლობელი უკრაინელი ინვესტორის მიმართ პრეტენზიები აქვთ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მცხოვრებმა 16 წლის სანდრო ნარსიამ, საკუთარი ძალებით, სახლის სარდაფში კოლხური ბზის სანერგე მეურნეობა მოაწყო. მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ უკვე 200 ტოტი დააკალმა და 1300 მარცვალი დათესა.
ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ახალი ნაგებობა აღმოაჩინეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რა დანიშნულების შენობაა და რომელი საუკუნის.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარებას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების შედეგების საერთო სურათზე, შესაბამისად, არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც გაიმართება.
XIX საუკუნეში გაშენებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ამ დროისთვის სავალალო მდგომარეობაშია.
გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში დღეს კვლავ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ჯგუფები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება განმუხურის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით.
ჯიხაშკარში მცხოვრებ გიორგი მხეიძეს, რომელსაც ბრალად ედება 79-ე უბნის დარბევა და დარბევის ორგანიზატორობა, ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან შემოსული ბიულეტენების დათვლა ამ დრომდე გრძელდება. კომისიას უწევს დაითვალს როგორც პარლამენტის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების, ასევე გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოჩა დგებუაძეს გამგეობის ააიპ-ების ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.
ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის თემში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა დაზუსტებული სიები დღეს გაიკვრება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯემ“ ჩაატარა გამოკვლევა დევნილებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების ხელმისაწვდომობის შესახებ.
ქალაქ ზუგდიდსა და თემში 8 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების პარალელურად, იმართება გამგებლის რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში პარლამენტის არჩევნებისთვის 18, გამგებლობის 4 და საკრებულოს წევრობის 6 კანდიდატია რეგისტრირებული.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს გათავისუფლებული გამგის, ირმა ნაჭყებიას, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი საათების ანაზღაურება დააკისრა.
ჩამოტვირთე მეტი