რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
შესაბამისი გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დარეჯან კვარაცხელიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 19 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სექტემბერი ის თვეა, როცა გლეხს თხილის მოსავალი უკვე აღებული აქვს და რეალიზაციას იწყებს. წლის ამ პერიოდს სამეგრელოში განსაკუთრებულად ელოდებიან, რადგან ოჯახების მთავარი შემოსავალი სწორედ თხილის რეალიზებით მიღებული თანხაა.
ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე შეძლეს გალელმა მოსწავლეებმა ზუგდიდში ადმინისტრაციული საზღვრის გავლით გადმოსვლა.
პარლამენტის არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ნაწილში საკრებულოს შუალედური და გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ტარდება.
ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნის ისტორიულ ძეგლს, ნოქალაქევის მუზეუმსა და ნაკრძალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
თითქმის ექვს საათს გასტანა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულმა შეხვედრამ.
ზუგდიდში მცხოვრებმა დედა-შვილმა, ლალი ცირდავამ და ციალა ჯოჯუამ, საცხოვრებელი ფართის გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განაახლეს.
ახალი სასწავლო წელი ზუგდიდის სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ დროს, 15 სექტემბერს, დაიწყება.
ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა პრობლემების ნაწილი, დაპირებების მიუხედავად, კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ანაკლიის ციხესიმაგრეში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართა.
ქართულ-პოლონურმა ოჯახმა ზუგდიდის სოფელ ურთაში ბავშვთა გასართობი მოედანი მოაწყო.
ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების სურვილი ყველას აქვს, ასეთ გარემოს კი უმთავრესად რომ მწვანე საფარი ქმნის, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ არსებული ბაღები, ტყე-პარკები, სკვერები, ზოგადად ნარგავები მოვლილი იყოს და ახლით შეივსოს?
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა შეისწავლა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი საექიმო ამბულატორიების თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ფანკლუბის წევრები ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი არიან. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც საფეხბურთო კლუბის 51 %თვითმმართველობისგან უკრაინელმა ინვესტორებმა შეიძინეს, გუნდის თამაში გაუარესდა.
ზუგდიდში მოქმედი ასოციაცია „ჰანგი“ ქალაქში აიტი ლაბორატორიას ქმნის, სადაც სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, დევნილებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კომპიუტერული სფეროს სპეციალისტებად უფასოდ გადაამზადებენ.
ზუგდიდის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ახერხებს სხეულის გასაჯანსაღებლად სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას.
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გლეხები მარცვლის მოგროვებით არიან დაკავებულნი. დღეის მონაცემებით, 1 კილოგრამი თხილის ფასი 3.50-დან 4 ლარამდეა. ფასი თითქმის ყოველდღიურად იცვლება.
სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის სოციალური პროექტების ეფექტურობის შესასწავლად ზუგდიდში კვლევა ჩატარდა. ის, “PIN საქართველოს” დაკვეთით, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა” განახორციელა.
სანაპირო ზოლზე უკვე განთავსდა კაფე-ბარები, მოეწყო სცენა, სადაც მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები მსმენელს საკუთარ მუსიკალურ კომპოზიციებს შესთავაზებენ.
ჩამოტვირთე მეტი