რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ქართული ენის პოპულარიზაციის, ენიდან ბარბარიზმებისა და სლენგების ამოღების მიზნით ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა ახალი პროექტი, „ენის ხელოვნება“, წამოიწყეს.
მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად საქართველოს რეგიონებში მოქალაქეებთან შეხვედრები მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში გაწმენდითი და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს ზუგდიდში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში, ისაუბრეს გალში განხილულ საკითხებზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებსა და კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე.
გალის გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისში კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის, რუსეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გაეროს წარმომადგენლები.
კოლხური ბზის გადასარჩენად სამეგრელოში შეწამვლითი სამუშაოები გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბზა სპეციალური პრეპარატებით უკვე არაერთხელ შეიწამლა, სპეციალისტებს უჭირთ თქმა, რამდენად შეამცირებს ზიანს უკვე ჩატარებული ღონისძიებები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს არ გააცდინონ სხდომები და დაესწრონ ხოლმე მას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ასოციაცია „დეამ“ გარემოს ადაპტაციის მიზნით ზუგდიდში ჩატარებული სამუშაოები და ამ კუთხით დღეს არსებული ვითარება შეისწავლა.
დღეიდან ქვეყნის მასშტაბით საპენსიო ცვლილებები ამოქმედდა. უკვე მიმდინარე თვიდან ასაკობრივი პენსიონერები, ადრე არსებული 160 ლარის ნაცვლად, 180 ლარს მიიღებენ. ანალოგიურად, 20 ლარით გაიზარდა და იმავე ოდენობის თანხას მიიღებს სახელმწიფოსგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნაწილი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების შუამდგომლობით.
მშვიდობის პრემიის პირველი ნობელიანტი ქალის ბერტა ფონ ზუტნერის ზუგდიდელებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით, შეხვედრა მოეწყო.
ზუგდიდში კვლავ მოუგვარებელი რჩება გარევაჭრობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის მერიამ არაერთხელ გააფრთხილა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები, ისინი სამუშაო ადგილებს მაინც არ ტოვებენ.
ისინი მმართველ გუნდს უყურადღებობის გამო საყვედურობენ - ამბობენ, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, სოფლის გაძლიერების შესახებ გაკეთებული განცხადებების გარდა, რეალურად არაფერი კეთდება.
მეორე დღეა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ახალგაზრდების ინიციატივით აფხაზურად მისალმების აქცია, „მშიბზია“, მიმდინარეობს.
მას შემდეგ, რაც 8 ივნისს საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ზუგდიდში პარლამენტის არჩევნებისთვის სამზადისი გააქტიურდა.
ქალაქის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე ზუგდიდის მერიას ყინულის სახლის რეკონსტრუქციისას თანხების მითვისებაში ადანაშაულებს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები ავარიულ შენობაში, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში აგრძელებენ რეპეტიციებს.
ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა შედგა.
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორია დღეს ზუგდიდში დაკრძალეს.
ჩამოტვირთე მეტი