რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის დაანონსებული აკრძალვა ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, ჯერ არ ამოქმედებულა.
მძღოლები ეწინააღმდეგებიან ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შემოსვლას, კომპანიისა, რომელიც, მათი ცნობით, ბევრად კომფორტული სერვისის ამოქმედებას აპირებს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ შეჰხებია ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობენ და რომელთაც შესაბამისი საბუთები წესრიგში აქვთ.
შამადელას მცხოვრებლების თქმით, ელექტროსადენების სიძველის გამო, მცირედი წვიმის ან ქარის დროსაც კი სოფელს ელექტროენერგია ეთიშება.
ზუგდიდში რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა მათ შორის ბაზრის ყველაზე მსხვილ წარმომადგენლად „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ითვლება.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი დეპუტატებმა, ხმათა უმრავლესობით, თანამდებობიდან გადააყენეს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში: დაიტბორა ქუჩების ნაწილი ზუგდიდში, ფოთსა და ხობში. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, სადაც ათამდე ადგილობრივ ოჯახს დაეტბორა სახლი, ეზო და ყანები.
მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთი კვირის ვადაში უნდა გაიმართოს საკრებულოს სხდომა, სადაც უმრავლესობა საკრებულოს თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
ზუგდიდის შუაგულში, 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზე, განთავსებულ ბაღში ახლა, ფერადი ყვავილების ნაცვლად, ეკალ-ბარდები ხარობს. დაავადებისგან გამხმარია კოლხური ბზის დიდი ნაწილი, გასხვლას საჭიროებს ხე-მცენარეები.
ზუგდიდელები ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირების, ბოტანიკური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქციის, მოლოდინში არიან.
ზაფხულის ცხელ დღეებში მომხმარებელს სასურსათო პროდუქტის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მართებს პროდუქტის შენახვის პირობებისა და მისი ვარგისიანობის მიმართ.
ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებში ახალი სასწავლო წლისთვის სიახლეებია დაგეგმილი, რაც ყველა სასწავლო დაწესებულებაში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას და სკოლების ნაწილის დახურვას ითვალისწინებს.
ანაკლიაში გრძელდება საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, იგივე Gem-fest -ი. ანაკლია-განმუხურის სანაპიროზე მთელი დღის განმავლობაში ისმის მუსიკა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამი ნობელიანტი მწერლის რომანების ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
სამეგრელოში თხილის მოსავალს აქტიურად აგვისტოს შუა რიცხვებიდან იღებენ, თუმცა გლეხების ნაწილი ზოგჯერ პროცესს ნაადრევად იწყებს.
სამეგრელოში ანალოგური მიწისზედა საერთო სიგნალის გათიშვამდე ორი დღით ადრე ზუგდიდში რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დავაა მედპერსონალსა და საავადმყოფოს მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ შორის.
ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და დევნილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც 30 ივლისიდან, 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest“ უნდა გაიმართოს.
პირველ ივლისს დაწყებული პროცესი საქართველოს მასშტაბით ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვისა გრძელდება. გეგმის მიხედვით, ის 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს.
ჩამოტვირთე მეტი