რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმებული სოციალური მუშაკებისთვის ზუგდიდში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეხვედრა მოეწყო. ორდღიანი სწავლების კურსი მიზნად ისახავდა ნარკომომხმარებლებთან ურთიერთობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მიდგომების ათვისებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალკახათის მცხოვრებნი 8 ივნისს ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. სტიქიამ ადგილობრივებს მაშინ თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაუნადგურა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რამდენიმე მოთხოვნით. აქციაზე მყოფი 40-მდე ადგილობრივის განცხადებით, მათ სურთ ელექტროენერგია, რომელიც დიდი ხანია განრიგით მიეწოდებათ, სრული დატვირთვით აღდგეს.
საგზაო მოძრაობის ნიშნები და წესები - თუ ყველა არა, დიდი ნაწილი - თეორიულად თითქმის ყველა მოაქალაქემ იცის.
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე რეფორმის შედეგების შეფასება არაერთგვაროვანია.
უმრავლესობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ საკრებულოში მოქმედი ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში უახლოეს სხდომებზე ელოდებიან მერიის ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
ზუგდიდში, ყოფილი სააფთიაქო ქსელის შენობაში მცხოვრები დევნილთა 74 ოჯახი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
ზუგდიდის სოფელ დარჩელის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტელმანის უბნის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სოფელში სასწრაფოდ ნაპირსამაგრი სამუშაოებია დასაწყები, რადგან მათ სახლებს დატბორვა ემუქრება.
ზუგდიდის ქუჩებში, სკვერებსა თუ ბაღებში ხშირად შეხვდებით პატრონის მიერ მიტოვებულ ძაღლებს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სამეგრელო-ზემო-სვანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური სუბიექტები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ.
ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება და არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ორდღიანმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს თითქმის ყველა სოფელში თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
C ჰეპატიტისმართვის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის მიზნით, ზუგდიდში სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისს მოქალაქეები უკვე აკითხავენ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება და მისი შემადგენლობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ყველა თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია.
საკრებულოს შუალედური არჩევნები კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა სენაკსა და ზუგდიდში.
ცნობილმა ქართველმა ფინანსისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა.
არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ზუგდიდში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ მრგვალი მაგიდის ფორმატში.
ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასასვლელად ზუგდიდში სამზადისი დაიწყო. მოქალაქეები ნელ-ნელა ეცნობიან რა სჭირდებათ ან როგორ უნდა მოიქცნენ, რომ 17 ივნისს პროცესს მომზადებული შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი