რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
ანაკლიაში „საქართველოს თხილის დარგის მესვეურთა ფორუმი“ ჩატარდა, სადაც თხილის კულტურის განვითარებისთვის დღეს არსებულ შემაფერხებელ გარემოებებსა და მომავალში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თხილის მავნებელი სხვადასხვა სახის მწერები მომრავლდნენ. ხარაბუზა და თხილის ტკიპა, ბოლო რამდენიმე წელია, ფერმერებს პრობლემებს უქმნის.
ზუგდიდის მერიაში შესაძლოა თანამშრომელთა რიცხვი კიდევ 10-ით გაიზარდოს. უწყების ეკონომიკის სამსახურს გამოეყო ქალაქმშენებლობის განყოფილება.
ზუგდიდის მერიაში შესაძლოა თანამშრომელთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდოს. უწყების ეკონომიკის სამსახურს გამოეყო ქალაქმშენებლობის განყოფილება, რომელიც უკვე ახალ სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს და ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდეს.
მართალია, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, მაგრამ ქალაქის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მაინც მიიღო ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი. საკითხზე კონსენსუსს დეპუტატებმა ორი სხდომის შემდეგ მიაღწიეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პოლიტიკურ პარტიათა ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო თავისი ინიციატივით შემუშავებული ალტერნატიული საარჩევნო სისტემის მოდელი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მოსახლეობის რიცხვის შემცირებით, ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა.
„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელები სამართალდამცავებმა ზუგდიდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა შეხვედრაზე არ შეუშვეს.
მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტებზე - განსაკუთრებით კი, მეგრულ ყველზე -მოთხოვნა იზრდება, ზუგდიდის სოფლების დიდ ნაწილში ფერმას ან მსხვილ მესაქონლეს იშვიათად შეხვდებით.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კომპანიას, რომელიც ანაკლიაში ნაპირსამაგრ სამუშაოებს ახორციელებს, ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის, „ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრთა ეთიკის კოდექსის“, მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურმა“ ქალაქის მერიასთან ერთად წლების წინ არსებული სანერგე მეურნეობა აღადგინა.
იძულებით გადაადგილებული პირები ზუგდიდში დევნილთა სამმართველოსთან განაგრძობენ საპროტესტო აქციების მოწყობას. მასში მონაწილეობას იღებენ ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ბინის მიმღებთა შორის.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობისა და ინვესტორების უხვი დაპირებების შესრულებას ელოდებიან. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ანაკლიაში გამართულ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე მართლაც ბევრი ისაუბრეს როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლებისთვის დაგეგმილ პროექტებზე.
ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ანაკლიაში პორტისთვის გათვლილი ტერიტორია დაათვალიერეს. ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად იმყოფებოდა ჩინეთის ელჩი საქართველოში იუე ბინი.
ქალაქ ზუგდიდის მერია გააკრიტიკეს 2015 წელს თანამშრომელთა პრემიებისთვის 130 250 ლარის დახარჯვის გამო.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მიუსაფარ ძაღლთა დაჭერისა და შემდგომ მათი თავშესაფარში გადაყვანის პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მუშავდება საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი, რომელიც იქნება დეპუტატის ქცევის ერთგვარი შეფასებითი დოკუმენტი.
დევნილების ნაწილმა, რომელმაც, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ამ ეტაპზე ბინა ვერ მიიღო, დღეს ზუგდიდის სპორტკომპლექსთან საპროტესტო აქცია გამართა.
სახელმწიფო, სოფლის განვითარებისა და გლეხის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
ჩამოტვირთე მეტი