რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სამეგრელოში 2011 წლიდან. ამზადებს სტატიებს, ახალ ამბებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს ვებსაიტისთვის, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“.
სოფელ ფახულანის, წყოუშის თემის სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ერთთვიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს.
სოფელ ხურჩაში მცხოვრებ ბავშვებს მოსაზღვრე სოფლის, ოკუპირებული ნაბაკევის სკოლაში წასვლის უფლებას რუსეთის სამხედროები არ აძლევენ.
პარლამენტის არჩევნებთან შედარებით, ვითარება ამჟამად გაცილებით მშვიდი და დემოკრატიულია, - ასე აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ზუგდიდში არსებულ ვითარებას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში წყოუშის თემის საბაზო სკოლის მოსწავლეები ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
სამეგრელოს სოფლებში მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა წლის მოსავალი უკვე მოიწია. მიუხედავად იმისა, რომ გლეხები მიღებული შედეგით უკმაყოფილონი არ არიან, ფიქრობენ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეს არ შეცვლის.
ზუგდიდში მოქმედმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგევლაშვილის, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოვლენილი შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ვიდეო და ფოტომასალა ერთმანეთისგან დმოუკიდებლად გამოაქვეყნა.
„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი ბიბლიოთეკის შენობების დიდი ნაწილი მოუწესრიგებელია.
ახალკახათის მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის შიდაგზების მოხრეშვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები სრულფასოვნად არ შეასრულა.
მიხეილ სააკაშვილმა ანაკლია 15 წუთში, ჟურნალისტებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ, დატოვა.
მესტიის მუნიციპალიტეტში კოკისპირული წვიმისა და ნაადრევად მოსული თოვლის გამო ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მოსავალი მთლიანად გაუნადგურდა.
სოფელ ნარაზენში მეწყერის შედეგად დაზარალებული ცხრა ოჯახი მერვე წელია დახმარებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფომ მათ წლების წინ შესთავაზა ალტერნატიული საცხოვრებელი სამცხე-ჯავახეთში, რაზეც უარი განაცხადეს.
ხალხი განსაკუთრებით შეაშფოთა „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესულმა ცვლილებამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ანულირებულ იქნეს გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონებში უკანონოდ გაცემული აფხაზეთის რესპუბლიკის პასპორტები, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველების შეშფოთებას იწვევს. რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ენგურის ხიდთან განუცხადეს, რომ განსაკუთრებით შეშფოთდნენ „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გამო, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან აღიარებს. მათი თქმით, მიღებული ცვლილება აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს არჩევანის წინაშე აყენებს - დარჩნენ საქართველოს მოქალაქეებად ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღონ აფხაზური პასპორტი.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ კანთში სკოლა „საბჭოთა კოლმეურნეობის“ მაღაზიის შენობაში ფუნქციონირებს.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა წელს, მაისიდან შეაჩერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ონარიის დასახლებაში მცხოვრებნი ხელისუფლებისგან რიგ პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
კოკისპირულმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტი ერთ თვეში მეორედ დააზარალა. ადგილობრივების თქმით, მათი ეზოებისა და სახლების დატბორვა ამჯერადაც 50 წლის წინ დამონტაჟებულმა და მწყობრიდან გამოსულმა წყლის ცენტრალურმა მილებმა გამოიწვია.
ზუგდიდში განთავსებულ პატარა სკვერებსა და ბაღებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ქალაქის ბოტანიკური ბაღია, სადაც ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეების ნაწილი უკვე განადგურებულია.
გასულ ღამეს ზუგდიდში სახალხო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია და ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს.
სამეგრელოში თხილის მიმღები ქარხნები და პუნქტები ბოლო ერთი თვეა ამუშავდა. გლეხებმა მოსავლის ნაწილი უკვე მოიწიეს და რეალიზებაც დაიწყეს. შარშანდლისგან განსხვავებით, ისინი თხილის ფასით უკმაყოფილო არ არიან.
ჩამოტვირთე მეტი