რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
თბილისში ტარდება აქცია „შეიფარე მცენარე“. აქციის ორგანიზატორების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ისინი სხვადასხვა ადგილას აწყობენ ყვავილებიან ქოთნებს, რომლებიც მსურველებს შეუძლიათ სახლში წაიღონ. 18 ნოემბერს ყვავილები აღმაშენებლის გამზირზე გამოჩნდა.
„წითელ წიგნში“ შეტანილი კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. სოკოვანი დაავადების შედეგად განადგურებულია ბზის კორომების დაახლოებით 90 პროცენტი. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის სკოლის მოსწავლემ, 16 წლის სანდრო ნარსიამ, კოლხური ბზის გადარჩენა გადაწყვიტა.
30 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, აქედან თბილისის 18-სა და რეგიონების – 32 ოლქში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები საქართველოს 50 ოლქში ტარდება და ერთმანეთს ძირითადად „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. დამკვირვებლების თქმით, არჩევნებზე მოსახლეობის აქტიურობა მაღალი არ არის.
28 ოქტომბერს შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი, მისი ორგანიზატორების თქმით, ის გახდა, რომ ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ობიექტებზე დასაქმებულთა გარდაცვალების შემთხვევები.
15 ოქტომბერს ლაგოდეხის რაიონის სოფელ არეშფერანში ოსები კოსტაობას აღნიშნავენ. ეს საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის რიგით 157-ე დაბადების დღე. კოსტაობა რამდენიმე ღონისძიებას აერთიენებს: დოღს, ჭიდაობას, ფრენბურთს, ფეხბურთს და სხვ.
საქართველოში ეროვნული ვალუტის კურსი ისევ გაუარესდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3752 ლარი გახდა, ევროსი კი - 2.6103 ლარი.
აფხაზეთი, თავისი ლანდშაფტით, კინემატოგრაფისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, ამის გამო იქ ბევრ რეჟისორს აქვს ფილმი გადაღებული.
თბილისში, მარჯანიშვილის N18-ში გამოფენილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში არსებული სახელოსნოების ამსახველი უნიკალური ფოტომასალა და სხვა ექსპონატები, რომელიც საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელწიფო მუზეუმში არის დაცული.
რამდენად მოსალოდნელი იყო საზოგადოებისთვის ის შედეგები, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ და რამდენად კმაყოფილია ხალხი ახალი პარლამენტის შემადგენლობით. ამის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
თბილისში მოსახლეობა საარჩევნო უბნებზე იყრის თავს ხმის მისაცემად. დამკვირვებლების თქმით, პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ისინი ასევე ამბობენ, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მშვიდია, ამომრჩეველთა რაოდენობდა კი ნაკლები.
30 სექტემბერს თბილისში MAN-ის ფირმის 10 ახალი ავტობუსის პრეზენტაცია გაიმართა. თებერვლის ბოლომდე სულ 143 ახალი ავტობუსის იმპორტი იგეგმება. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ აღნიშნა, ახალი ავტობუსები ევროსტანდარტების შესაბამისია, ეკოლოგიურად სუფთაა და გაზზე მუშაობს.
თბილისში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ტარდება. გამოფენაში მონაწილეობს 80-მდე ჩინური კომპანია, მათ შორის, ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები.
დეპუტატობის კანდიდატები წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამ კამპანიის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც რამდენჯერმე შეხვდა მოსახლეობას.
ბუნების ძეგლებსა და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებთან პიკნიკის შემდეგ დატოვებული ნაგვის გროვები - ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას ექსპერტები ჯარიმებსა და განათლებაში ხედავენ.
3 აგვისტოს ცესკომ საარჩევნო სუბიექტებს მიანიჭა ნომრები, რომლითაც 8 ოქტომბრის არჩევნებში იქნებიან წარმოდგენილები.
სტრესული სიტუაცია, - იქნება ეს, ომი, სტიქია თუ ტოტალიტარული რეჟიმი, - რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფს ეხება, საზოგადოებაზე განსაკუთრებულ კვალს ტოვებს.
ჩამოტვირთე მეტი