რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე ლაპარაკობს. ცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევების გამო იურიდიული დახმარების მისაღებად მათ ხშირად მიმართავენ.
ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა თბილისში გაჩენილი ხანძრის გამო. ხანძარი "ელიავას ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩნდა. მიმდინარეობს გამოძიება. მერია დაღუპულთა ახლობლებს დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას დაჰპირდა.
2000 მოხალისე ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის - ასეთი რამ საქართველოში პირველად მოხდა. თბილისში ჩამოსულ სტუმრებს სწორედ მოხალისეები ხვდებოდნენ და აბინავებდნენ.
საქართველოში არსებული ციხესიმაგრეები - ის, რაც მიუხედავად ბრძოლებისა და ნგრევისა, დღემდე შემონახულია. რა განსხვავებაა მათ შორის?
„ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას. აბაშიძის თქმით, თბილისი საზღვრების შეცვლას არ უნდა შეეგუოს. ჟურნალისტი კი, თავის მხრივ, წერს, რომ რუსეთს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა შეხედულება აქვს.
26 ივლისიდან 1 აგვისტომდე თბილისი ევროპის მეცამეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ დღეების განმავლობაში 50 ქვეყნის 18 წლამდე ასაკის 4 000 სპორტსმენი ერთმანეთს სპორტის 9 სახეობაში შეეჯიბრება.
21 ივლისიდან თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი თვალით ნახონ ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“, რომელსაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უცხოეთში ედო ბინა.
ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში „დაბრუნებას“ ითხოვენ. ცოტნე დადიანის N 136-ში იმ შშმ პირების ფოტოები გამოიფინა, რომლებმაც შეძლეს ცხოვრებაში გარკვეული წარმატებისთვის მიეღწიათ.
ვიდეომასალა, რომელიც კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმეზე მთავარი ნივთმტკიცება უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, აღარ არსებობს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოყოფას ითვალისწინებს.
90 ახალი სამრეწველო პროექტი, 5 000 დასაქმებული - მინისტრთა კაბინეტი მიღწეული შედეგებით კმაყოფილია და პროგრამის გაფართოებაზე საუბრობს.
თბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა - სამი ადგილზევე, მეოთხე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხელოსნები აფაქიძის N 13-ში (გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა) სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ციხეგოჯის, უფრო სწორად კი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალ პროექტს იწყვებს.
საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა 2-3 ივლისს ტარდება ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
30 ივნისს მერიაში ტექნოლოგიური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული თუ იმპორტირებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. გამოიფინა ასევე სტუდენტური არქიტექტურული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტები.
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ეროვნული ბანკისგან ფინანსური მონიტორინგისა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას ითვალისწინებს.
წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა სახლების დალაგებას ცდილობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედრო პირები, რომლებიც მძიმე ტექნიკის მეშვეობით წმენდენ სახლებსა და ეზოებს. მოსახლეობის თქმით, მათ ქონების გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ისმის კითხვა: კიდევ სად არის მსგავსი საგანგაშო კერები? ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდინარედ სპეციალისტები დურუჯს ასახელებენ.
თბილისში, წვიმების შედეგად, მცირე მეწყერული პროცესები განვითარდა. მეწყერი ჩამოწვა ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე, რომელმაც ორი სახლი დააზიანა. მსხვერპლი არ არის.
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა.
ჩამოტვირთე მეტი