Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროექტი ძლიერი ქალებისთვის


იან კელი
იან კელი

21 იანვარს საზეიმოდ დაიხურა პროექტი „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“. დახურვის ცერემონია თბილისში, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გაიმართა. პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა რეგიონის, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი 3 000-მდე ადამიანი და მის ძირითად მიზანს ქალების გაძლიერება წარმოადგენდა. პროექტი განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ „ტასოსთან“, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

ლეილა ნათობიშვილი, მაღაროსკარიდან, პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. მან სოფელში სხვა ქალებთან ერთად მესაქონლეობის კოოპერატივი დააარსა და ახლა მოგებაც აქვს:

„ხუთი ქალი ვართ ერთ კოოპერატივში, მეორეში - ოთხი. საქონელს ერთად ვუვლით, საზაფხულო საძოვარზეც ერთად მიგვყავს. ხარჯიც ერთი გვაქვს და მოგებაც მეტი გვრჩება. თხუთმეტი სული ჩვენ გვყავს და მეორე კოოპერატივს -12 სული“.

პროექტი განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ კახეთში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გალსა და თბილისში. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკიმ ორწლიანი მუშაობის შედეგები შემდეგნაირად შეაჯამა:

ელენე რუსეცკი
ელენე რუსეცკი

„ეს იყო მრავალმხრივი სამუშაო, რადგან სამ ძირითად კომპონენტს მოიცავდა - როგორც ზოგადად ქალთა გაძლიერება-გააქტიურებას, ასევე, მათ ჩართვას სამშვიდობო პროცესებში. ვფიქრობ, ჩვენ შევძელით ქალები ისე გაგვეაქტიურებინა (განსაკუთრებით სოფლებში), რომ ლიდერები გამოგვევლინა. შევქმენით ოთხი რესურსცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს და, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ქალებმა პრობლემების გადაჭრა შეძლეს. ასევე, შევქმენით ცხრა კოოპერატივი, რომლებიც ასევე ფუნქციონირებს და ქალებმა მოსავალი აიღეს“.

მისივე თქმით, პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო წინადადება სავალდებულო გენდერულ კვოტასთან დაკავშირებით. პარლამენტმა საკითხიგანიხილა, თუმცა კანონი ჯერჯერობით არშეცვლილა და, შესაბამისად, ქალთა ორგანიზაციების მხრიდან თემაზე მუშაობა ისევ გრძელდება. მეორე მხრივ, როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ:

ეს პროგრამა გახლავთ იმ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც ჩვენ ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას ვცდილობთ. რეალური საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიისა არის ჩართულობის იდეა და ამ კუთხით გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს...
იან კელი

„ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პრინციპი და გენდერული მეინსტრიმინგის პრინციპი იქცეს მთავრობის პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების საფუძვლად“.

პროექტის მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID). როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, ის მოხარულია, რომ ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა.

„ეს პროგრამა გახლავთ იმ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი, რომლითაც ჩვენ ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას ვცდილობთ. რეალური საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიისა არის ჩართულობის იდეა და ამ კუთხით გენდერული თანასწორობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქართველოში ამ პროგრამის განხორციელების მხარდაჭერით“.

მიმდინარე წელი საარჩევნო წელია და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ გააგრძელებენ არჩევნებთან დაკავშირებული მონაცემების გენდერული კუთხით დამუშავებას და კანდიდატი ქალების ხელშეწყობას:

„ეს არის კანდიდატები, ამომრჩევლები, ამომრჩეველთა სიები... ჩვენ ყველა საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამაში, რომელიც ჩვენი სწავლების ცენტრის მიერ განხორციელდება, აუცილებლად მოვითხოვთ, რომ გათვალისწინებული იყოს გენდერული ასპექტები“.

მარინა ვაშაყმაძე
მარინა ვაშაყმაძე

უამრავი ქალი დარბაზში...ასევე მრავლად მამაკაცები... იდგნენ და მსჯელობდნენ გენდერულ პრობლემებზე საქართველოში, საუბრობდნენ ღირებულებებსა და თანასწორობაზე. იქვე იყო სახელდახელოდ გამოფენილი ფოტოებიც, რომლებიც პროექტის ორწლიანი მუშაობის პროცესს ასახავდა.

შემდეგ კი მედიის წარმომადგენლებსაც ხვდათ წილად მადლობა, მათ შორის, გენდერული საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისთვის დაჯილდოვდა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე:

„მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, მადლობა. ეს ორი სიტყვა, რაც არის „ცვლილებები“ და „გაძლიერება“, არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი სიტყვა ქალებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც“.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG