ოპერატორი, მემონტაჟე. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2010 წლიდან.
17 წლის ათუკა ბრეგაძე, სამი თვის წინ, 3 მარტს დაკრძალეს. ის ერთ-ერთია დიუშენის სინდრომის მქონე სამ მოზარდს შორის, რომლებიც ბოლო ორ წელში გარდაიცვალნენ, იმ მომენტიდან, რაც მშობლებმა შვილების წამლისთვის ბრძოლა დაიწყეს.
ერთი მხარეს იყო მუსიკა, საქართველოს დროშები და დამოუკიდებლობის ზეიმი. მეორე მხარეს - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც შვილებისთვის სიცოცხლისთვის საჭირო წამალს ითხოვდნენ.
ამ ვიდეოში ვიხსენებთ, როგორ იქცა თბილისის ქუჩები და სხვა ადგილებიც - საქართველოში ისტორიის ცოცხალ მეხსიერებად და ალტერნატიულ არქივად იქ, სადაც ოფიციალური არქივები დახურულია.
ჩერნობილის კატასტროფიდან 40 წლის შემდეგ, ანდრო კაცაძე და ელენე კერესელიძე გვიყვებიან მსოფლიოში უდიდესი ატომური ავარიის ზონაში ყოფნის გამოცდილებაზე
2026 წლის 22 მარტს, ილია მეორე ათასობით ადამიანმა გააცილა ბოლო გზაზე. სამების ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რიგი რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. პატრიარქის დაკრძალვას სიონის ტაძარში თვალს უამრავი ადამიანი ადევნებდა. ამ ვიდეომ სწორედ ეს დღე შემოინახა.
საახალწლო სოფელზე, სადაც ზეიმი 14 იანვრამდე გაგრძელდება და პროტესტზე, რომლის მონაწილეები წინააღმდეგობის შეწყვეტას არ აპირებენ - ამ ვიდეოში ამ ორ რეალობაზე გიყვებით.
ეს არის ამბავი პირველ ქართველ ეთნომუსიკოლოგ ქალზე, თამარ მამალაძეზე, რომელმაც 1946 წლიდან 1971 წლამდე, საქართველოს მთასა თუ ბარში, უნიკალური ხალხური სიმღერები ჩაიწერა.
ხმამაღალი მუსიკა, უწყვეტი ხმა მიკროფონში, მკვეთრი განათება, ლაზერები, მკვეთრი ფერები და ფერადი კვამლი - სადღესასწაულო ცენტრების უმრავლესობა დაბადების დღეების აღსანიშნავად ასეთ გარემოს აწყობს. ამბობენ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც ყველას მოსწონს - მშობლებსაც და ბავშვებსაც. ასეა ეს?
ეს ვიდეო 2025 წლის 4 ოქტომბრის ქრონიკაა - დღის, როცა საქართველოში ერთდროულად დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დიდი საპროტესტო აქცია - სახალხო შეკრება, რომლის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ამ შეკრების მიზანი ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობა“ უნდა ყოფილიყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. მან მოკლე განცხადება გააკეთა, მედიის კითხვებს არ უპასუხა და საარჩევნო უბნის ტერიტორია მალევე დატოვა. “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს წელს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდა.
15 სექტემბერს, თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტისკენ მიმავალ საპროტესტო მარშს ბესიკის ქუჩის კუთხესთან რამდენიმე ახალგაზრდა გინებით დახვდა - მათგან ერთს რამდენიმე წუთში ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოჩნდა.
სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული ექიმის, გიორგი ახობაძის პირველი საათები სუფთა ჰაერზე და ოჯახთან ერთად. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა - რა „კონსპირაციების თეორიები“ ააგო საკუთარ თავში და რას ჰყვება „ემოციურ საქანელაზე“, რომელზეც განაჩენის გამოცხადებამდე „ეკიდა“, - ნახეთ ვიდეოში
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდ ვინილებზე გურული სახალხო მომღერლის, სამუელ ჩავლეიშვილის ლეგენდარული გუნდის მიერ 1909 წელს, ქუთაისში, ბრიტანული კომპანია „გრამოფონის“ მიერ ჩაწერილი უნიკალური სიმღერები.
6 ივლისს, საღამოს, საკუთარი სახლიდან გამოსულ მუსიკოსს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ვანო თარხნიშვილს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი მას თავიდან „ფანებად“ გაეცნენ, თუმცა მოულოდნელად დაიწყეს გინება და ცემა
ამ ვიდეოში გიყვებით, რა ხდება მსგავსი პროცესების დროს სასამართლოში და რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა. კითხვა კი ასე დავსვით - რატომ ტარდება დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო სხდომები პატარა დარბაზში, სადაც მხოლოდ ოცამდე ადამიანი ეტევა, დამსწრე კი გაცილებით მეტია?
61 წლის ცარო ოშაყაშვილმა ნოემბერში პროევროპულ აქციებზე გაიცნო 29 წლის არჩილ მუსელიანცი, რომელსაც არც მშობლები და არც გამზრდელი ჰყავდა. ცარო მას შემდეგ მისი აქტიური მხარდამჭერია: აქციებზე არჩილის ფოტო უჭირავს, უგზავნის წერილებს, რეგისტრაცია გაუკეთა ციხეში გამოცდებზე და მისი უფლებების დაცვაზე ზრუნავს
„ჰქონოდა შვილს დედის გვარი. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი რაიმე დამატყდებოდა თავს?“, - დაკავებული დემონსტრანტის გიორგი მინდაძის დედას, ნანი წულაიას შვილთან ხანგრძლივ პაემანზე უარი უთხრეს. მას პატიმართან ნათესაობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ აქვს.
ბოლო სამი თვეა პროტესტი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არ იგრძნობა. ადამიანები არცთუ იშვიათად, მარტო, ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით დგანან ავტობუსის გაჩერებებზე, მგზავრობენ მეტროში და ასე ცდილობენ მიიტანონ თავიანთი სათქმელი სხვებთან.
ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.
ჩამოტვირთე მეტი