ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
27 ივნისს კიშინიოვის სასამართლომ ფილატი დამნაშავედ ცნო თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში, რის შემდეგაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპატიმროში გადაიყვანეს.
ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალური გამოცემა „ფაინენშელ ტაიმსი“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დიდი ბრიტანეთის არსებობას მას შემდეგ, რაც 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმში ევროკავშირიდან გასვლას, „ბრექსიტს“, ამომრჩეველთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. „დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა გაყოფილია.
იტალიის გამო კიდევ ერთხელ გადაიდო რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისში ევროკავშირის დიპლომატები შეთანხმდნენ რუსეთის პოლიტიკური, ბიზნეს და ენერგეტიკული სფეროს წარმომადგენლებისათვის 2014 წელს დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს.
საქართველოს სამხედრო უწყების სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაასრულა არასრულწლოვანთა სექსუალურ ექსპლუატაციაში დადანაშაულებული ქართველი მშვიდობის დამცველების საქმის გამოძიება.
საფრანგეთში დასრულდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი. მხარეებმა ბევრ საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის უმთავრესი იყო საფრანგეთის დახმარებით საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის მშენებლობა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჟურნალისტებს სპეციალურ სწავლებაზე იწვევს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო სწავლობს ინფორმაციას, აშშ-ის შტატ ფლორიდაში გეიკლუბში მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში ბრალდებული იყო თუ არა დაკავშირებული „ისლამურ სახელმწიფოსთან“.
გასული კვირის ბოლოს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად აღიარების შესახებ.
რატომ იყო შეწყვეტილი მთელი სამი წლის განმავლობაში საქართველოს არმიაში რეკრუტების მიღება და რატომ სჭირდება ახალგაზრდობას სამხედრო მოვალეობის აგრესიული საინფორმაციო პოლიტიკით შეხსენება იმ ფონზე, როდესაც ყველა გამოკითხვით არმიის მიმართ ნდობა ძალიან მაღალია?
რუსეთში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა რუსეთის რიგით მეოთხე საერთაშორისო აეროპორტის გახსნა, აეროპორტისა, რომელიც მგზავრების გადაყვანას თავდაპირველად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ყაზახეთსა და ყირგიზეთში - მოემსახურება.
გასულ კვირაში ევროპის ერთიანობასა და მშვიდობაზე იყო საუბარი აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 29 მაისს ვერდენის ბრძოლების მეასე წლისთავი აღინიშნა.
რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული უკრაინელი მფრინავი ქალი ნადია სავჩენკო აცხადებს, რომ იგი მზად არის კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტად.
31 ივლისს იწურება რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების ვადა, რაც ზუსტად ორი წლის წინ შევიდა ძალაში მოსკოვის მიერ უკრაინაში შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.
კუნძულ კრეტის ნაპირებთან ნაპოვნია თვითმფრინავის ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, რადარებიდან გაუჩინარებული ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს უნდა ეკუთვნოდეს.
2016 წლის 1 მაისს ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სამხედრო ძალებს სათავეში პირველად ჩაუდგა ქალი თავდაცვის მინისტრი.
პრეზიდენტების ერთობლივი შეთანხმება მოჰყვა ვენაში ეუთოს თანათავმჯდომარეების მონაწილეობით გამართულ შეხვედრას.
ბელორუსიაში ვიზიტით იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
13 მაისს 35 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალურ მატჩში დაამარცხეს მაშინდელი გდრ-ის ქალაქ იენის „კარლ ცაისი“.
ჩამოტვირთე მეტი