ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
12 მაისს რუმინეთში მდებარე დევესელის ბაზაზე ევროპის ანტისარაკეტო ფარის პირველი კომპონენტი, აშშ-ის მიწისზედა ბაზირების რაკეტგადამტაცი სადგური, ამოქმედდა.
ქართული საბრძოლო ქვედანაყოფების გარდა ავღანეთში ცალკე მისიით იმყოფება სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მრავალეროვნულ ჯგუფთან ერთად წარმოადგენენ გაეროს დამხმარე მისიას.
11 მაისს თბილისთან ახლოს, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე სტარტი აიღო ქართულ-ამერიკულმა სწავლებამ - „ღირსეული პარტნიორი 2016“.
ავღანეთის ყუნდუზის პროვინციაში გასული წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა ინტენსიური ბრძოლები, რომლის დროსაც აშშ-ის სამხედრო ძალებმა შეცდომით საავადმყოფო დაბომბეს.
საქართველოდან ავღანეთში გაგზავნილი 861 სამხედრო მოსამსახურე ქაბულის, ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის მრავალეროვნულ ბაზებზეა გადანაწილებული.
ჩემი შეგნებული ცხოვრების მოზრდილი ნაწილი, 10 წელიწადი, დავყავი ქართულ ჯარში და არასოდეს დამიმალავს, რომ ყველა პროფესიის ადამიანებზე მეტად პატივს ჯარისკაცებს ვცემ. თავიანთი კარიერის განმავლობაში, სამხედრო პირებს წარმოუდგენელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვის ატანა უხდებათ, რასაც ემატება ოჯახებიდან მოწყვეტა 6-7 თვით, საყვარელ ადამიანებთან განშორება და აუტანელი მოლოდინის განცდა.
ნატოს სარდლობა აფასებს და ენდობა ერაყსა თუ ავღანეთში, კოალიციური ძალების რიგებში 13-წლიანი საბრძოლო გამოცდილების მქონე ქართველ ჯარისკაცებს. ამ ნდობის გამოხატულებაა ისიც, რომ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მთლიანად ევალებათ 42-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ჯარისკაცებს.
ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მთავარი შტაბი ქაბულის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარეობს. შტაბი სულ რაღაც ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული ქაბულის აეროდრომზე მდებარე ნატოს წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების ცენტრიდან.
ავღანეთში მთავარი სადარდებელი კომფორტი კი არა, საკუთარი სიცოცხლეა. ნატოს სარდლობით მოქმედი 13-წლიანი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ოპერაციისა თუ ამჟამინდელი მტკიცე მხარდაჭერის მისიის მიუხედავად, ავღანეთის დედაქალაქს ყოველდღიურად ემუქრება ტერორისტული იერიშების საფრთხე.
თავდაცვის სამინისტროს კრწანისის პოლიგონზე, რომელსაც 2015 წლის აგვისტოდან საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ეწოდება, გადასროლის წინა ინტენსიურ მომზადებას გადის საქართველოს შეირაღებული ძალების მე-3 ბრიგადის 32-ე ბატალიონი.
პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე საუბრობს მისი და მისი მცირე ჯგუფის ამოცანაზე და „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო მისიის ფარგლებში, მთლიანად საქართველოს ქვედანაყოფების მისიაზე.
21 აპრილს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დებატების დროს, ევროპელი დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი თანამშრომლობას ოპოზიციასთან.
საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლითა და ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტთან შეხვედრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასრულა თავისი პირველი ვიზიტი ევროსაბჭოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება სტრასბურგში, 20 აპრილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს.
არიან თუ არა მზად საქართველოს სუვერენიტეტის დამცველის ფუნქციისთვის ნატო და ევროკავშირი, რომლებიც თავიანთი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების გამოსახატავად და ამ პლატფორმას ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მეტ-ნაკლები წარმატებით იყენებს.
15 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „უგუნური“ და „პროვოკაციული“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიის ზღვაში მცურავ ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანთან „აგრესიულად მიახლოებას“, რასაც, ჯონ კერის თქმით, შეიძლებოდა ამერიკული ხომალდებიდან სროლაც მოჰყოლოდა.
საბჭოთა „პერესტროიკის“ მიწურულსა და თავისი კარიერის ყველაზე წარუმატებელ პერიოდში სტივ ჯობსი, კორპორაცია „ეპლის“ თანადამფუძნებელი, მოსკოვში ჩასულა.
„გიჩვენებთ, თუ რას ნიშნავს, სინამდვილეში, ქვეყნის მართვა“ - ამ სიტყვების ავტორი ვლადიმირ გროისმანია, 38 წლის პოლიტიკოსი, რომელიც 14 აპრილიდან უკრაინის მთავრობას უხელმძღვანელებს.
ცოტა ხნის წინ დაზვერვის სამსახურში თანამდებობა დატოვა და არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა ბრიგადის გენერალმა ამირან სალუქვაძემ, რომელმაც დასაწყისშივე მიიპყრო მედიის ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებული ანალიტიკური შეფასებებით.
ჩამოტვირთე მეტი