ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ამყარებს ვერსიას, რომ, სავარაუდოდ, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ასოცირებული ადგილობრივი ეგვიპტური დაჯგუფების მიერ დამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია რუსეთის კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქება.
სომხეთის ტერიტორიული მართვისა და საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა არმენ ერიციანმა განაცხადა, რომ სოფელ სტეფანავანში ძველი აეროდრომის გარემონტება და მასზე რუსული შვეულმფრენების განლაგება იგეგმება.
პრეზიდენტმა პოროშენკომ 3 ნოემბერს მოაწერა ხელი უკრაინის უმაღლესი რადის მიერ 6 ოქტომბერს მიღებულ კანონს, რომელიც კიევს შესაძლებლობას მისცემს უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე დააკომპლექტოს რამდენიმე ახალი ქვედანაყოფი და აიცილოს საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეების მობილიზება.
ქმნის თუ არა რუსეთი, საქართველოს მეზობელ სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სტეფანავანში, ახალ სამხედრო-საავიაციო ბაზას?..
კვირას, 1 ნოემბერს, ბერლინში, მოხუცთა სახლში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა გიუნტერ შაბოვსკი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველი ელიტის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელი.
მოლდავეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეცის მთავრობის გადაყენებას, საბანკო სექტორში მომხდარი მასობრივი მაქინაციების გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე.
„ახლოვდება თუ არა ომი ბალკანეთზე“ - ამ სათურით ბეჭდავს „ფორინ პოლისი“ ჯეიმს ლიონის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შექმნილ რთულ ვითარებაზე, შემდგომი ესკალაციის საფრთხესა და ამ ჩანაფიქრის უკან მდგომი ძალების რეალურ გეგმებზეა საუბარი.
საქართველოში დასრულებულმა უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმმა, არაერთი ქვეყნის სახელმწიფო მოღვაწეს, ანალიტიკოსსა და მკვლევარს მოუყარა თავი.
25 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში მიჩნეული იყო როგორც უკრაინის „პეტრო პოროშენკოს“ მმართველი კოალიციის გაძლიერების ერთგვარი ტესტი რეგიონებში.
განვლილი კვირის მიმოხილვას დავიწყებთ სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის თაობაზე ამერიკულ გამოცემა „ფორინ ეფეარსში“ გამოქვეყნებული ანალიტიკური პუბლიკაციის მიმოხილვით.
ლონდონში მდებარე სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიში 20 ოქტომბერს განხორციელდა ქალაქ სარმინში.
საქართველოში შეუმჩნეველი არ დარჩენილა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის ინსპექტირება და მისი განცხადება, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ვერ შეძლებენ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადასვლასო.
ბოლო ხანებში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი აშკარად გადაფარა სირიამ, სადაც რუსეთის საავიაციო იერიშებს ურთიერთგამომრიცხავი შეფასება ეძლევა დასავლეთის მედიაში.
რა გამოწვევის წინაშე აყენებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას სირიაში განვითარებული მოვლენები?
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 2020 წლამდე სამხედრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
სირიის არმიამ, რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყო ქალაქ ჰომსზე, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სამხედრო დაჯგუფებები აკონტროლებენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამხმარე მისიის უფროსი მრჩევლის პოსტზე.
„პუტინის ომი“ - ასე ეწოდება „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას, რომელშიც, ერთი მხრივ, გაანალიზებულია იმ ომის მიზანი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს სირიაში საავიაციო და სარაკეტო იერიშების საშუალებით.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო გუნდს მსოფლიოს ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში გულშემატკივრობდა ქართველი ჯარისკაცების ქვედანაყოფი.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი გაგრძელდება ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში, სადაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ჩამოტვირთე მეტი