ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.
ევრომაიდანზე კვლავ ელოდებიან მასშტაბურ მიტინგს. პარალელურად, ოპოზიცია გეგმავს, მთავრობის გადაყენების მოთხოვნით, „ვერხოვნა რადაში“ 226 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვოს.
კიევის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ლესია თავისუფლების მოედანზე, ევრომაიდანზე, ოპოზიციის ტრიბუნასთან მდებარე ერთ-ერთ სექტორში ცეცხლზე შემდგარ დიდ ქვაბთან გავიცანი.
ცნობების თანახმად, 200 ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე. ევრომაიდანზე შეკრებილებს მიმართა ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა.
კრემლი საქართველოს მიმართ ახლა დაყვავებისა და გულის მოგების პოლიტიკას დაუბრუნდა. ეს მეტამორფოზა კარგად გამოხატა 2 დეკემბერს სომხეთში, გიუმრიში მყოფმა ვლადიმირ პუტინმა.
პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მთავრობის მხარდამჭერი მიტინგი იმართება ევროპის მოედანზე, რომელიც ახლოს მდებარეობს დამოუკიდებლობის მოედანთან - ოპოზიციის აქციების ეპიცენტრთან.
უკრაინის ევროპული კურსის მომხრე ოპოზიციის ლიდერები პარასკევს დათანხმდნენ ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მოლაპარაკებაზე. თუმცა შეხვედრა, ოპოზიციის განცხადებით, უშედეგოდ დასრულდა.
პრაღაში ჩამოსულ აჭარის დელეგაციას შემთხვევით რომ არ შევხვედროდი, ნადირობის მიმართ ინდიფერენტულს, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ მეცოდინებოდა, რომ საქართველომ ევროპისგან თურმე ნადირ-ფრინველთა ხოცვაც უნდა ისწავლოს.
წუხანდელი დაძაბული ღამის შემდეგ, როდესაც უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა ბარიკადებისგან გაათავისუფლეს ე.წ. სამთავრობო კვარტალი, სამშაბათი მნიშვნელოვანი დღე გამოდგა უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისათვის.
3-4 დეკემბერს ნატოს შტაბბინაში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველომ ქება დაიმსახურა.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლო დღე ბრიუსელში რუსეთ-ნატოს საბჭოთი დაიწყო და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დასრულდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გამართულ ნატო-საქართველოს კომისიაზე საქართველოს ხელისუფლებამ ქება დაიმსახურა.
3 დეკემბერს ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრით გაიხსნა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
ნატო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ ძალადობისაგან, - განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ქიმიურ ელემენტ პოლონიუმზე საუბარი საერთაშორისო მედიაში კვლავ გააქტიურდა მას შემდეგ, რაც პალესტინის ავტონომიის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის ქვრივმა გასული თვის დასაწყისში განაცხადა, რომ 2004 წელს მისი მეუღლის სიკვდილის მიზეზი, როგორც ეს შვეიცარიაში ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ცხადყო, პოლონიუმით მოწამვლა გახდა.
ვილნიუსში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყო სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, რომელსაც კომენტარი ვთხოვეთ ვილნიუსის სამიტის შესახებ.
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ რამდენიმე მოთხოვნა დააყენა, როგორც აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს აშშ-თან უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას.
გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გენერალური შტაბის ახალი უფროსი შეიძინეს.
23 ნოემბერს უკრაინაში საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორის - შიმშილობის, ანუ „გოლოდომორის“, მე-80 წლისთავს აღნიშნავენ.
საქართველო, როგორც დასვენების ადგილი და ტურისტული ქვეყანა, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა ერაყელთა შორის, რომლებსაც დიქტატორული რეჟიმისგან განთავისუფლებამ მოგზაურობის საშუალება მისცა.
ამბიციურსა და ძალაუფლების ზენიტში მყოფ ღარიბაშვილს, ალბათ, ბევრი წააქეზებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე საბოლოო, გამანადგურებელი გამარჯვებისაკენ. მაგრამ კეთილისმყოფელმა, წესით, უნდა გააფრთხილოს პრემიერი, რომ ეს მხოლოდ პიროსის გამარჯვება იქნებოდა, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, მძიმე დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
ჩამოტვირთე მეტი